დროისა და სივრცის ფიზიკური თეორია (ფარდობითობის სპეციალური თეორია), ასევე მიზიდულობის (ფარდობითობის ზოგადი თეორია). ფარდობითობის სპეციალური თეორია ეფუძნება ფარდობითობის პრინციპს და ვაკუუმში სინათლის სიჩქარის ინვარიანტულობას (უცვლელობას) ინერციული ათვლის სისტემების მიმართ. ფარდობითობის ზოგადი თეორია - მიზიდულობის რელატივისტური თეორია - ეფუძნება ფარდობითობის სპეციალური თეორიის განზოგადებას არაინერციულ სისტემებზე და ექვივალენტობის პრინციპს.