მოძრაობის რაოდენობა - ვექტორული ფიზიკური სიდიდე, რომელიც მასის სიჩქარეზე ნამრავლის ტოლია. მექანიკური სისტემის იმპულსი ტოლია სისტემის ყველა ნაწილის იმპულსების ვექტორული ჯამისა. ჩაკეტილი სისტემისთვის სრულდება იმპულსის შენახვის კანონი. SI-ში ერთეულია - კმ·მ/წმ.