ფიზიკური სიდიდის დროში პერიოდული ცვლილების პროცესი, რომლის მათემატიკურად აღწერისათვის გამოიყენება ჰარმონიული ფუნქციები სინუსი ან კოსინუსი: \(x=x_{m}\cdot \sin \left ( \omega t+\varphi \right )\) ან  \(x=x_{m}\cdot \cos \left ( \omega t+\varphi \right )\). ჰარმონიული კანონით შეიძლება ირხეოდნენ წონაწსორობის მდგომარეობიდან გადახრილი სხეულები, ელექტრული მუხტი, ველის დაძაბულობა, დენის ძალა და სხვ. ნებისმიერი რთული რხევა შეიძლება წარმოვადგინოთ ჰარმონიული რხევების ჯამის სახით.