ფარდობითობის მექანიკური პრინციპი - კლასიკური მექანიკის პრინციპი: ნებისმიერ ინერციული ათვლის სისტემებში ყველა მექანიკური მოვლენა ერთნაირად მიმდინარეობს ერთნაირი საწყისი პირობების შემთხვევაში. ანუ ყველა ინერციული სისტემა თანასწორია.