ერთმანეთის მიმართ სინათლის სხივის სიჩქარესთან შედარებით გაცილებით ნაკლები სიჩქარით მოძრავ ორ სხვადასხვა ინერციულ სისტემაში განხილული რაიმე მოვლენის კოორდინატებსა და დროს შორის თანავარდობა. შეადარე: ლორენცის გარდაქმნები.
ერთი წრფის გასვრივ მოძრაობის შემთხვევისთვის გალილეის გარდაქმნები მოტანილია ნახატზე. გალილეის გარდაქმნები დროის მიმდინარეობის დამოუკიდებლობასთან ერთად, დროისა და სივრცის კლასიკური წარმოდგენის არსს ასახავენ. ამ წარმოდგენების მიხედვით სხეულებს შორის მანძილები ერთნაირია ათვლის ყველა სისტემაში და დროის მიმდინარეობა ათვლის სისტემის არჩევაზე არ არის დამოკიდებული.