ჰიდროსტატიკის ერთერთი ძირითადი განტოლება, რომელიც იდეალური სითხის ჩამოყალიბებული დინებისთვის ენერგიის შენახვის კანონს გამოსახავს. იდეალური სითხის სტაციონალური დინებისას ან დინებისას, როცა მისი პარამეტრები (სიჩქარე, წნევა) არ არის დამოკიდებული დროზე: წნევისა და კინეტიკური და პოტენციური ენერგიების სიმკვრივის ჯამი რჩება მუდმივი ნაკადის ნებისმიერი განიკვეთისთვის: p+ρgh+ρv22=const