აორთქლება და კონდენსაცია

ორთქლწარმოქმნა - სითხის ორთქლად ქცევის პროცესი.

კონდენსაცია - ორთქლის სითხედ ქცევის პროცესი.

აორთქლება - სითხის ან მყარი სხეულის ზედაპირიდან ორთქლად ქცევის პროცესი. ხდება იმ ნაწილაკების (მოლეკულების, ატომების) ამოფრენა, რომელთა კინეტიკური ენერგია აჭარმებს მათ ნივთიერების სხვა ნაწილაკებთან ურთიერთქმედების პოტენციურ ენერგიას. აორთქლების სიჩქარე დამოკიდებულია:

  1. სითხის ზედაპირის ფართობზე.
  2. ტემპერატურაზე (იზრდება), თუმცა მიმდინარეობს ნებისმიერ ტემპერატურაზე და არ საჭიროებს სითბოს მუდმივ მოდინებას. სითხის ტემპერატურა მცირდება.
  3. სითხის ან გაზის ზედაპირზე მოლეკულების მოძრაობაზე,
  4. ნივთიერების სახეობაზე.

 

გაჯერებული და გაუჯერებელი ორთქლი

აირად მდგომარეობაში ნივთიერებას, რომელიც დინამიურ წონასწორობაშია თავის სითხესთან, ეწოდება გაჯერებული ორთქლი. დინამიური წონასწორობა მდგომარეობს იმაში, რომ აორთქლებისა და კონდენსაციის პროცესები გაწონასწორებულია. გაჯერებული ორთქლის წნევა ტემპერატურაზე დამოკიდებულებით (მრუდი  а) იზრდება უფრო ჩქარა, ვიდრე იდეალური გაზისა (გრაფიკი b), რადგან ტემპერატურის ზრდით იზრდება კონცენტრაცია, ხოლო p=nkT.

გაჯერებული ორთქლის ძირითადი თვისება - მუდმივი ტემპერატურის დროს ორთქლის წნევა არ არის დამოკიდებული მოცულობაზე (იხ. იზოთერმა). უბანი შეესაბამება გაჯერებულ ორთქლს.

დუღილი

დუღილი - სითხის მთელ მოცულობაში აქტიური ორთქლწარმოქმნის პროცესი. თანდევს სითხის შიგნით ორთქლის ბუშტების წარმოქმნა და ზრდა. ბუშტები ორთქლწარმოქმნის ცენტრების (მინარევები) მახლობლობაში წარმოიქმნება.

დუღილი მიმდინარებს:

1. მთელ მოცულობაში,

2. მუდმივ ტემპერატურაზე (დუღილის ტემპერატურა). ამიტომ საჭიროებს სითბოს მუდმივ მოდინებას.

დუღილის ტემპერატურას განსაზღვრავს

1. სითხის თვისებები.

2. გარე პირობები (წნევა).

ბუშტების ზრდის პირობები: pორთქლი>pატმ+rgh - შესაბამისად, ატმოსფერული წნევის დაწევა იწვევს დუღილის ტემპერატურის დაწევას.

ბუშტის ამოსვლის პირობა: Fარქ > mg.

 

ტენიანობა

ჰაერის ტენიანობა - სიდიდე, რომელიც ახასიათებს ჰაერში წყლის ორთქლის შემცველობას.

აბსოლუტური ტენიანობა ზომავენ ჰაერში წყლის ორთქლის სიმკვრივით (r, ,) ან მისი პარციალური წნევით p (პა).

 

ფარდობითი ტენიანობა აჩვენებს, მოცემულ ტემპერატურაზე ჰაერის გაჯერებისთვის აუვილებელის რა პროცენტს შეადგენს აბსოლუტური ტენიანობა:.

 

ტემპერატურას, რომლის დროსაც აირი გაციების პროცესში ხდება გაჯერებული თხევადი ორთქლი, ნამის წერტილი ეწოდება (იხ. ნახ.).

ტენიანობის საზომი ხელსაწყოები: თმის ჰიგრომეტრი,

სითხის (კონდენსაციური) ჰიგრომეტრი,

პსიქომეტრული ჰიგრომეტრი (პსიქომეტრი).