შინაგანი ენერგია თერმოდინამიკის პირველი კანონი |
|
სხეულის მასათა ცენტრის მიმართ მისი ყველა ნაწილაკის (მოლეკულები, ატომები) ქაოტური მოძრაობის კინეტიკური ენერგიების და მათ შორის ურთიერქმედებების პოტენციური ენერგიების ჯამს სხეულის შინაგანი ენერგია ეწოდება. |
|
ყურადღება!
|
U=U(T,V) |
იდეალური აირისთვის: U=U(T), რადგან მანძილზე ურთიერთქმედებას უგულებელვყოფთ. - იდეალური ერთგვაროვანი აირის შინაგანი ენერგია. შინაგანი ენერგია - მდგომარეობის ცალსახა ფუნქციაა (ნებისმიერი მუდმივის სიზუსტით) და ჩაკეტილ სისტემაში ინახება. შექცეული სამართლიანი არ არის(!) - ერთდაიგივე ენერგიას შეიძლება შეესაბამებოდეს სხვადასხვა მდგომარეობები. |
იდეალური აირი:
|
ჯოულის ცდებმა დაამტკიცა მუშაობისა და სითბოს რაოდენობის ექვივალენტურობა, ანუ ორივე სიდიდე წარმოადგენს ენერგიის ზომას, მათი გაზომვა შეიძლება ერთდაიგივე ერთეულებით: 1 კალ = 4,1868 ჯ ≈ 4,2 ჯ. ამ სიდიდეს სითბოს მექანიკური ექვივალენტი ეწოდება. |
|
რ.მაიერი, დ.ჯოული, ჰ.ჰელმჰოლცი - ენერგიის შენახვის კანონი სითბური პროცესებისთვის - თერმოდინამიკის პირველი კანონი. |
|
ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის დროს სისტემის შინაგანი ენერგიის ცვლილება გარე ძალების მიერ შესრულებული მუშაობისა და სისტემაზე გადაცემული სითბოს რაოდენობის ჯამის ტოლია:
|
|
შინაგანი ენერგიის ცვლილებები არ არის დამოკიდებული საშუალებაზე, რომლითაც ხდება ეს გადასვლა. არსებობს შინაგანი ენერგიის ცვლის ორი საშუალება: მექანიკური მუშაობის შესრულება და სითბოგადაცემა (სითბოცვლა). მუშაობა და სითბოს რაოდენობა ახასიათებენ შინაგანი ენერგიის ცვლის პროცესს და არა თვით შინაგან ენერგიას. |
|
თუ А - გარეშე ძალების მუშაობაა, ხოლო А' - აირის მუშაობა, მაშინ А = - А' (ნიუტონის მე-3-ე კანონის შესაბამისად). მაშინ: - თერმოდინამიკის პირველი კანონის ჩაწერის სხვა ფორმა. სისტემაზე გადაცემული სითბოს რაოდენობა მიდის მისი შინაგანი ენერგიის ცვლილებაზე და სისტემის მიერ გარეშე სხეულებზე მუშაობის შესრულებაზე. |
|
პირველი ტიპის მუდმივი ძრავას შექმნის შეუძლებლობა. პირველი ტიპის მუდმივი ძრავა არის მოწყობილობა, რომელსაც შეეძლებოდა განუსაზღვრელი რაოდენობის მუშაობა ენერგიის დახარჯვის გარეშე. მაშინ Q=0. შესაბამისად: A'= - ΔU. ანუ ასეთმა ძრავამ უნდა შეასრულოს მუშაობა შინაგანი ენერგიის ხარჯზე. მაგრამ ამ უკანასკნელის მარაგი სასრულია. მას შემდეგ, რაც მარაგი გამოილევა, ძრავა გაჩერდება. |
|