ატმოსფერული წნევა

ატმოსფერო -  ჰაერის ფენაა, რომელიც ჩვენს პლანეტას გარს ერტყმის. ის აირების ნარევს წარმოადგენს. ატმოსფერო კავდება დედამიწის მიზიდულობის ძალით. მსზე სიმძიმის ძალა მოქმედებს.

კვლევები აჩვენებს, რომ ატმოსფეროს სიმკვრივე დედამიწიდან სხვადასხვა სიმაღლეზე განსხვავებულია: ის იზრდება დედამიწის ზედაპირთან მიახლოებისას.

თუ თანმიმდევრულად გამოვყოფთ სხვადასხვა დონეს, შეიძლება ვაჩვენოთ, რომ ყოველი ზემოთ მყოფი ფენა დედამიწის მიზიდულობის გამო აწვება მის ქვემოთ მყოფ ფენას. მაგრამ აირები, პასკალის კანონის თანახმად მათზე მოქმედ წნევას გადასცემენ ყველა მიმართულებით უცვლელად. გამოდის, დედამიწის ზედაპირიდან სხვადასხვა სიშორეზე ატმოსფეროს მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს თავისი წნევით. ყველაზე მაღალი წნევა დაიკვირვება დედამიწის ზედაპირთან ახლოს.

ატმოსფერო აწვება დედამიწის ზედაპირს. ამ მოვლენას ატმოსფერულ წნევას უწოდებენ. ატმოსფერული წნევა მოქმედებს ატმოსფეროში მყოფ ყველა სხეულზე.

ატმოსფერული წნევის არსებობა პირველად აღმოაჩინა, მოწყობილობა გამოიგონა წნევის გასაზომად და გაზომა წნევა გალილეის მოწაფემ ევანჯელისტა ტორიჩელიმ.

მისი ცდა მდგომარეობდა შემდეგში. ცალი მხრიდან დაჩრჩილული 1მ სიგრძის ვიწრო მილი, ტორიჩელმა შეავსო ვერცხლისწყლით. ხვრელს დააფარა თითი, გადააბრუნა იგი და ჩაუშვა ვერცხლისწყლიან ფინჯანში. როცა ტორიჩელიმ გაუშვა თითი, მილში არსებული ვერცხლისწყლის ნაწილი ჩაიღვარა ფინჯანში. დარჩენილი ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლე დაახლოებით 76 სმ აღმოჩნდა.

ამ მოვლენის ახსნა შეიძლება, თუ დავუშვებთ, რომ წარმოქმნილი ვერცხლისწყლის სვეტის წნევა აწონასწორებს ფინჯანში ვერცხლისწყლის თავისუფალ ზედაპირზე მოქმედ ატმოსფერულ წნევას. 

მილის გვერდით მოათავსა რა შკალა, ტორჩელი აკვირდებოდა სიმაღლის ცვლილებას ატმოსფეროში ცვლილებების ფონზე და ზომავდა წნევას "ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლის" ერთეულებში. ამ ხელსაწყოს ვერცხლისწყლის ბარომეტრი ეწოდება. ამ საშუალებით გაზომილი ატმოსფეროს ნორმალურ წნევად მიღებულია 760 მმ სიმაღლის ვერცხლისწყლის სვეტის წნევა.

სი ერთეულებში \(\dpi{100} P_{atm}=13600\frac{kg}{m^{3}}-10\frac{N}{kg}-0,76m\approx 10^{5}\frac{N}{m^{2}}=10^{5}Pa\)

შესაბამისად 1 მმ ვერცხლისწყლის სვეტისა »133,(3) პა.

თუ გამოვიყენებთ სითხის მოწყობილობებს, მაშინ გაუხშოებული გაზების წნევის გაზომვა მოხერხებულია "წყლის სვეტის სიმაღლის" ერთეულებში, რადგან ვერცხლისწყლის სიმკვრივე 13,6-ჯერ მეტია წყლის სიმკვრივეზე.

 

 

\(\dpi{100} P_{atm}=10^{5}Pa\)