მექანიკური მუშაობა (А)

ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს სხეულის მოქმედების შედეგს და რიცხობრივა ტოლია ძალის ვექტორის სკალარული ნამრავლისა ამ ძალის მოქმედებით შესრულებული .

A=Fscosα

A=Fscosα

მუშაობა არ სრულდება, თუ:

1.ძალა მოქმედებს, ხოლო სხეული არ გადაადგილდება.

მაგალითად: ვმოქმედებთ ძალით კარადაზე, მაგრამ ვერ ვძრავთ მას.

2.სხეული გადაადგილდება, ხოლო მასზე მოქმედი ძალა ნულის ტოლია ან ყველა მოქმედი ძალა ერთმანეთს აკომპენსირებს.

მაგალითად: ინერციით მოძრაობისას მუშაობა არ სრულდება.

3. კუთხე ძალის ვექტორსა და გადაადგილების (მყისი სიჩქარის) ვექტორს შორის 900-ის ტოლია (cosα=0).

მაგალითად: ცენტრისკენული ძალა მუშაობას არ ასრულებს.

თუ ძალისა და გადაადგილების ვექტორები ერთნაირად არის მიმართული (α=00, cos0=1), მაშინ  A=Fs

თუ ძალისა და გადაადგილების ვექტორები ურთიერთსაპირისპიროდ არის მიმართული

(α=1800, cos1800 = -1), მაშინ A= -Fs  (მაგალითად, წინაღობის ან ხახუნის ზალის მუშაობა).

თუ ძალისა და გადაადგილების ვექტორებს შორის კუთხე 00 < α < 1800, მაშინ მუშაობა დადებითია.

თუ ძალისა და გადაადგილების ვექტორებს შორის კუთხე 00 < α < 1800, მაშინ მუშაობა უარყოფითია.

თუ სხეულზე მოქმედებს რამდენიმე ძალა, მაშინ სრული მუშაობა (ყველა ძალის მუშაობა) ჯამური ძალის მუშაობის ტოლია.

 

თუ სხეული მოძრაობს არა წრფეზე, შეიძლება ყველა მოძრაობა დავყოთ უსასრულოდ მცირე უბნებად, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოდ წრფივად და ავჯამოთ მუშაობა.

მუშაობის გრაფიკული წარმოდგენა.

 

 

განვიხილოთ სხეულის მოძრაობა Ох ღერძის გასწვრივ მოქმედი მუდმივი ძალის მოქმედებით. ნახაზზე გამოსახულია ძალის კოორდინატზე დამოკიდებულების გრაფიკი.

ნახაზზე დაშტრიხული მართკუთხედის ფართობი რიცხობრივად ძალის მუშაობის ტოლია როცა სხეული გადაადგილდება  х1 წერტილიდან х2 წერტილში.

 

 თუ ძალა გადაადგილებასთან (კოორდინატთან) ერთად იცვლება, მაშინ უნდა დავყოთ მოძრაობა ისეთ მცირე უბნებად, რომლებზეც ძალა შეიძლება ჩაითვალოს მუდმივად, გამოვთვალოთ ამ ელემენტურ უბნებზე მუშაობები და ავჯანოთ ყველა ელემენტური მუშაობა.ამდენად: მუშაობა რიცხობრივად ძალის კოორდინატზე დამოკიდებულების  F(x) მრუდის ქვეშ მყოფი ფიგურის ფართის ტოლია.

მუშაობის ერთეულები.

 

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (Si):

[А] = ჯ = ნ • მ

მექანიკური მუშაობა ტოლია ერთი ჯოულის, თუ 1 ნ ძალის მოქმედებით სხეული გადაადგილდება 1 მ მანძილზე ძალის მოქმედების მიმართულებით.

1ჯ = 1ნ • 1მ

სიმძლავრე

სიმძლავრე არის ფიზიკური სიდიდე, რომელიც ახასიათებს მუსაობის შესრულების სისწრაფეს და რიცხობრივად ტოლია მუშაობის ფარდობისა დროის იმ ინტერვალთან, რომელშიც შესრულდა ეს მუშაობა.

სიმძლავრე აჩვენებს, რა მუშაობა სრულდება დროის ერთეულში.

 

სიმძლავრის ერთეულები

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში (Si):  [N]=ჯ/წმ=ვტ.

სიმძლავრე ტოლია ერთი ვატისა, თუ 1 წამში სრულდება 1 ჯოული მუშაობა.

[N]=ჯ/წმ=ვტ.

1 ცხ.ძ. (ცხენის ზალა) ≈ 735 ვტ