იმპულსი. იმპულსის მუდმივობის კანონი.

დინამიკის ამოცანების გადაჭრისას აუცილებელია ვიცოდეთ რა ძალები მოქმედებენ სხეულზე, კანონი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვთვალოთ კონკრეტული ძალა. მიზანი: საწყისი პირობებიდან გამომდინარე, ურთიერთქმედების კონკრეტული სახის უცოდინრად მექანიკის ამოცანის ამოხსნის მიღება.

 

ადრე მიღებული ფორმით ნიუტონის კანონები საშუალებას არ იძლევა ამოვხსნათ ამოცანები სხეულების მოძრაობაზე ცვლადი მასით და სინათლის სხივის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით. მიზანი: მივიღოთ ნიუტონის კანონების ჩაწერა ისეთი ფორმით, რომ სამართლიანი იყოს ამ შემთხვევებისთვისაც.

 

სისტემის იმპულსი   ვექტორული ფიზიკური სიდიდე, რომელიც არის ძალის რაღაც დროის შუალედში მოქმედების საზომს წარმოადგენს.  არის  ძალის იმპულსი დროის მცირე t შუალედში.

ძალის იმპულსის ვექტორის მიმართულება ემთხვევა ძალის მიმართულებას.

[ I ]= Н.с

სხეულის იმპულსი. (მოძრაობის რაოდენობა)      ვექტორული ფიზიკური სიდიდე, რომელიც არის მექანიკური მოძრაობის ზომა და სხეულის მასისა და მისი სიჩქარის ნამრავლის ტოლია.

სხეულის იმპულსის ვექტორის მიმართულება ემთხვევა სხეულის სიჩქარის ვექტორის მიმართულებას.

[ p ]=  кг м/с

დინამიკის ძირითადი განტოლება

ნიუტონის მეორე კანონიდან: 

 

აქედან ვღებულობთ: - ნიუტონის მეორე კანონი იმპულური ფორმით

( \(\Delta\)t = t - t= t  როცა t0 = 0).

 

ძალის იმპულსი სხეულის იმპულსის ცვლილების ტოლია.  ძალის იმპულსისა და იმპულსის ვექტორების მიმართულება ერთმანეთს ემთხვევა.

არადრეკადი დაჯახება (ბურთულა "ეწებება" კედელს):

აბსოლუტურად დრეკადი დაჯახება (ბურთულა აირეკლება კედლიდან რიცხვითი მნიშვნელობით იგივე და მიმართულებით საპირისპირო სიჩქარით რაც ჰქონდა დაჯახებამდე):

იმპულსის მუდმივობის კანონი.

 

ურთიერთქმედებამდე

ურთიერთქმედების შემდექ

 

ნიუტონის მესამე კანონის თანახმად: , შესაბამისად: 

ჩაკეტილი სისტემის ურთიერთმოქმედი სხეულების იმპულსების გეომეტრიული (ვექტორული) ჯამი რჩება უცვლელი.

 

ჩაკეტილი ეწოდება სხეულთა სისტემას, რომელშიც სხეულები მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ. შეიძლება გამოყენება ჩაუკეტავი სისტემისთვისაც, თუ სისტემის სხეულებზე მოქმედი გარე ძალების ჯამი ტოლია ნულის ან პროცესი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, როცა გარე ზემოქმედება შეიძლება უგულებელვყოთ (აფეთქება, ატომური პროცესები).

 

ზოგადი სახით: რადგან სისტემა ჩაკეტილია, ამიტომ ,საბამისად შე

იმპულსის მუდმივობის კანონის გამოყენების მაგალითები:

  1. სხეულთა ნებისმიერი დაჯახებები (ბილიარდის ბურთების, ავტომობილების, ელემენტური ნაწილაკების და ა.შ.);
  2. აირბურთის მოძრაობა მისგან ჰაერის გამოსვლისას;
  3. სხეულთა გახეთქვა, გასროლა და ა.შ..