მასა |
|
ინერტულობა - სხვადასხვა მატერიალური ობიექტების თვისება შეიძინონ სხვადასხვა აჩქარებები სხვა სხეულების მხრიდან ერსადაიმავე გარეშე ზემოქმედებით. ახასიათებს სხვადასხვა სხეულებს სხვადასხვა ხარისხით. ინერტულობის თვისება აჩვენებს, რომ სხეულის სიჩქარის შეცვლისთვის აუცილებელია დრო (მანძილი). რაც უფრო ძნელია სხეულის სიჩქარის შეცვლა, მით უფრო ინერტულია ის. |
|
მასა – სკალარული სიდიდე, რომელიც სხეულის ინერტულობის საზომს წარმოადგენს გადატანითი მოძრაობის დროს. (ბრუნვითი მოძრაობისას ინერტულობის საზომი არის ინერციის მომენტი). რაც უფრო ინერტულია სხედული, მით მეტია მისი მასა. ამგვარად განსაზღვრულ მასას ინერტული ეწოდება (გრავიტაციული მასისგან განსხვავებით, რომელსაც მსოფლიო მიზიდულობის კანონი განსაზღვრავს). |
|
ცდა. როგორც არ უნდა ხდებოდეს სხეულების ურთიერთქმედება, სრულდება ტოლობა: . ამასთან ვექტორების მიმართულებები ურთიერთსაპირისპიროა! დასკვნა: - აჩქარება სხეულის მასის უკუპროპორციულია (მოცემული ურთიერთქმედებისას). |
|
სი-ში მასის ერთეული: კილოგრამი (კგ) – ძირითადი (ეტალონური) ერთეული. |
|
სხეულის მასა შეიძლება განისაზღვროს: |
|
1. ეტალონთან ურთიერთქმედებით. , სადაც аეტ – ეტალონის აჩქარება მისი სხეულთან ურთიერთქმედებისას. |
|
2. სიმკვრივით: . სიმკვრივე – სკალარული ფიზიკური სიდიდეა, რომელიც რიცხობრივად მოცულობის ერთეულის მასის ტოლია. ახასიათებს მოცემულ ნივთიერებას (მოიცემა ცხრილით). სი-ში სიმკვრივის ერთეულია. \(\dpi{100} \left [ \rho \right ]=\)კგ/მ3 |
1გ/სმ3=1000კგ/მ3 |
3. პრაქტიკულად მასას საზღვრავენ სასწორზე (აწონვით). |
|
მასის თვისებები – ადიტიურობა, ანუ სხეულის მასა მისი ნაწილების მასების ჯამის ტოლია. |