შავი ხვრელი არის ადგილი სივრცეში სადაც გრავიტაციის მიზიდულობის ძალა იმდენად ძლიერია,

რომ სინათლეს არ შეუძლია დააღწიოს თავი მას. მძლავრი გრავიტაცია გამოწვეულია იმით, რომ მატერია უკიდურესად შეკუმშულია ციცქნა სივრცეში. ასეთი შეკუმშვა შეიძლება მოხდეს ვარსკვლავის სიცოცხლის დასასრულს. ზოგი შავი ხვრელი არის მომაკვდავი ვარსკვლავების შედეგი.

რადგან სინათლეს არ შეუძლია შავი ხვრელის დატოვება ამიტომ შავი ხვრელები უხილავია. მიუხედავად ამისა, კოსმოსურ ტელესკოპებს, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ინსტრუმენტებით, შეუძლიათ შავი ხვრელების აღმოჩენა. მათ შეუძლიათ დააკვირდნენ შავ ხვრელთან ძალიან ახლოს მყოფი ნივთიერებისა და ვარსკვლავების ყოფაქცევას.

წყარო: NASA