რადიოლოგია/ბირთვული მედიცინა

 

პროტონული თერაპია, რომელსაც ასევე უწოდებენ პროტონების სხივურ თერაპიას, არის ყველაზე მეწინავე რადიაციული თერაპია, რომელიც დღეს არსებობს - ის ანგრევს (სპობს) კიბოს უჯრედებს, მაგრამ არ ესხმის თავს მის მახლობელ ჯანმრთელ ქსოვილს იმ დოზით როგორც ტრადიციული თერაპია. პროტონული თერაპია, არის გარკვეული ნაწილაკური თერაპია, რომელიც მიმართავს პროტონულ სხივებს ძალიან დიდი სიზუსტით კიბოს უჯრედებისკენ.

პროტონულ თერაპიაში გამოიყენება მაღალენერგეტიკული პროტონების სხივი მაღალენერგეტიკული რენტგენული სხივების ნაცვლად რათა კიბოთი დაავადებულ პაციენტებს მიეწოდოს თერაპიული დოზა.

რა არის პროტონული თერაპია?

მიუხედავად იმისა, რომ პროტონული თერაპია ითვლება მკურნალობის ყველაზე მიზანმიმართულ ფორმად, არსებობს გარკვეული აზრთასხვაობა იმაზე, აქვს თუ არა მას სრული უპირატესობა სხვა გაცილებით იაფ მკურნალობებზე.

დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრი თვლის, რომ პროტონული თერაპია უმჯობესია ზოგიერთი იშვიათი ფორმის სიმსივნეების მკურნალობისას, რომლებიც მდებარეობს ქალასა და ხერხემლის ფსკერზე. ტრადიციული სხივური თერაპიით, ასეთი სიმსივნეების დამიზნება შეუძლებელია რადგან არსებობს დიდი რისკი დაზიანდეს მეზობელი სასიცოცხლო ქსოვილები (ნერვები).

ტექსასის უნივერსიტეტის მდ ანდერსონის ცენტრი აღწერს პროტონულ თერაპიას, როგორც სუბმილიმეტრული სიზუსტის მქონე 196 ტონიან კიბოს-მკვლელ  მანქანას, რომელიც უტევს პაციენტის სიმსივნეს „ამასთან უფრთხილდება მეზობელ ჯანმრთელ ქსოვილებს და უკიდურესად ამცირებს გვერდით ეფექტებს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროტონული თერაპია“.

განსხვავება პროტონულ თერაპიასა და სტანდარტულ სხივურ თერაპიას შორის

სტანდარტული სხივური თერაპია - რენტგენულ სხივები აწვდის  ენერგიას მთელს თავის გასავლელ გზაზე სანამ დაეჯახება მიზანს (მაგალითად სხეულის ზედაპირს) და ასევე მის შემდეგაც. რენტგენის სხივი აგრძელებს გზას სიმსივნის შემდეგაც, გადასცემს რა ენერგიას და აზიანებს ქსოვილს - ამას უწოდებენ „გამოსავალ დოზას“.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამიზნე კიბოს უჯრედები კი არის დაცხრილული, მაგრამ იგივე მოუვიდათ იმათ რომლებიც გადაეღობა რენტგენის სხივს სიმსივნემდე და მის შემდეგაც.

პროტონული თერაბია - ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს ზუსტად როდის და სად უნდა დაცალოს უმეტესი ენერგია პროტონმა. ამ წერტილს უწოდებენ „ბრეგის პიკს“.

ჯანდაცვის პროფესიონალს შეუძლია განსაზღვროს ბრეგის პიკის ზუსტი ლოკაცია, ამდაგვარად მიაყენოს მაქსიმალური ზიანი კიბოს უჯრედებს და მინიმალური ზიანი მიმდებარე ქსოვილებს.

დასხივების დოზა - სტანდარტული სხივური თერაპიით, სასურველზე ნაკლები დოზა უნდა იქნას გამოყენებული რათა შემცირდეს ჯანმრთელი უჯრედების დაზიანება.

პროტონული თერაპიით, მეორეს მხრივ, ექიმს შეუძლია გამოიყენოს რადიაციის გაცილებით მაღალი დოზა, ამასთან ზოგავს მიმდებარე ქსოვილებს და სასიცოცხლო ორგანოებს.

სიმსივნის ფორმაზე ადაპტირებული პროტონული თერაპია

სიმსივნეები გვხვდება ყველანაირი ფორმის, ზომისა და მდებარეობის და ეს უნიკალურია თითოეული პაციენტისთვის. პაციენტზე მორგების მოწყობილობით, რადიოლოგს შეუძლია მომართოს პროტონების სხივი ისე, რომ დარტყმა მიაყენოს სიმსივნის საზღვრის ფარგლებში, რა ფორმისაც არ უნდა იყოს ის.

პროტონული სხივებით სიმსივნეზე დარტყმის მიყენება შეიძლება სხვადასხვა მიმართულებიდან, ამასთან მიმდებარე ქსოვილებზე მინიმალური ზიანის მიყენებით, ამით თავიდან აცილება ხდება იმ გართულებებისა, რაც თან ახლავს სხვა სხივურ თერაპიას.

პროტონული თერრაპიის გამოყენება

პროტონული თერაპიით მკურნალობა შეიძლება დაიყოს ორ დიდ კატეგორიად:

იქ სადაც უფრო მაღალი დოზები არის საჭირო - პროტონული თერაპია გამოიყენება ისეთი სიმსივნეების მკურნალობისას, რომლებსაც სჭირდება მაღალი რადიაციის დოზის მიწოდება, რომელიც ცნობილია დოზის ესკალაციის სახელწოდებით.

დოზის ესკალაცია, ზოგიერთ შემთხვევაში, იძლევა უკეთეს შედეგს ვიდრე ჩვეულებრივი რადიოთერაპია. მაგალითები მოიცავს არაოპერირებად სარკომას, უვეალურ მელანომას (თვალის სიმსივნე) ზურგისტვინის სიმსივნეებს (ქონდროსარკომას და ქორდომას).

რათა შემცირდეს არასასურველი გვერდითი ეფექტები - აქ ფოკუსი გაკეთებულია მკურნალობის არა უკეთეს საშუალებაზე არამედ არასასურველი გვერდითი ეფექტების მინიმიზებაზე ნორმალური, ჯანმრთელი ქსოვილების დაზოგვით.

რადიაციული დოზა იგივეა, რაც ჩვეულებრივ თერაპიაში. მაგალითები მოიცავს პედიატრიულ სიმსივნეს და პროსტატის კიბოს.

აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკა ამბობს, რომ პროტონული თერაპია უფრო მეტად გამოიყენება სიმსივნეების სამკურნალოდ შემდეგ ლოკაციებში:

  • ხერხემალში.
  • პროსტატა.
  • ფილტვი.
  • თავი და კისერი.
  • თვალი.
  • ტვინი.

პროტონული თერაპია განსაკუთრებით გამოსადეგია ბავშვებში კიბოს მკურნალობისთვის, რადგან კიბოს უჯრედები შეიძლება მიზანში იქნეს ამოღებული მოზარდ სხეულში სხვა უჯრედების დაუზიანებლად. ბავშვებს, რომლებიც ტრადიციულ სხივურ თერაპიას იღებენ აქვთ ზრდის შეფერხების მაღალი რისკი.

პროტონული თერაპის გამოყენება შეიძლება სხვა თერაპიის პარალელურად

პროტონული თერაპიის ეროვნული ასოციაციის თანახმად, პროტონული თერაპიის გამოყენება შეიძლება „ტრადიციულ რადიოთერაპიას, ქიმიოთერაპიასა ანდა მომდევნო ქირურგიასთან ერთად.“

მეორადი რისკი - ტრადიციული სხივური თერაპია და პროტონული თერაპია

ტრადიციული სხივური თერაპია ასოცირდება მეორადი კიბოს განვითარებს მაღალ რისკთან.

ონკოლოგების ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რათა დაედგინათ ნეურობლასტომის მქონე პაციენტებში რამდენად ზრდის მეორადი კიბოს განვითარების რისკს ტრადიციული რადიოთერაპია და პროტონული თერაპია. ნეურობლასტომა არის კიბო, რომელიც ვითარდება ჩამოუყალიბებელი ნერვული უჯრედებისგან, რომლებიც ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებშია განთავსებული. ისინი უმეტესად თავს იჩენენ თირკმელზედა ჯირკვლებთან.

ჟურნალ Radiation Oncology-ში მათ დაწერეს, რომ რადიაციული დოზები დამზერილი ნორმალურ (ჯანმრთელ) ორგანოებში იყო გაცილებით დაბალი პაციენტებში, ვინც მიიღო პროტონული თერაპია ტრადიციულ სხივურ თერაპიასთან შედარებით.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ მაშინ როცა ტრადიციული თერაპია ზრდის მეორადი კიბოს განვითარების რისკს, პროტონულ თერაპიას აქვს საპირისპირო ეფექტი, ის ამცირებს რისკს.

რა ხდება პროტონული თერაპიის სეანსის დროს?

მომზადება

სამედიცინო ჯგიფი, ჩვეულებრივ რადიოონკოლოგები და რადიოთერაპევტი ექთანი, ათავსებენ და არგებენ პაციენტს მოწყობილობაში, რომელსაც უკავია იგი უძრავად სანამ მკურნალობა დამთავრდება. მოწყობილობის ტიპი დამოკიდებულია სიმსივნის ლოკაციაზე. თავის კიბოს პაციენტებს ეცმევათ სპეციალური ნიღაბი. თუ სამიზნე არე არის სხეულზე, ფეხზე ან ხელზე, გამოიყენება არტაშანის ტიპის მოწყობილობა.

ჩატარდება მაგნიტორეზონანსული გადაღება და კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება სამკურნალო არის დასადგენად. ჯგუფი მონიშნავს კანზე სხივის დამიზნების ადგილს.

ჩვეულებრი პროტონული თერაპია ტარდება მომზადებიდან 10 დღის შემდეგ. კანზე მონიშნულის მობანა არ შეიძლება.

პროტონული თერაპია

პაციენტს მოათავსებენ პორტალში. ის ბრუნავს პაციენტის ირგვლივ და უმიზნებს პროტონებს პირდაპირ სიმსივნეს.

სინქროტრონი (ციკლოტრონი) წარმოქმნის და აჩქარებს პროტონებს. შემდეგ პროტონები ტოვებენ სინქროტრონს და მაგნიტები მიმართავენ მათ კიბოს უჯრედებისკენ.

სანამ პროტონული თერაპია მიმდინარეობს, რადიოთერაპევტი იმყოფება სხვა ოთახში. თუმცა ის ტელევიზორის საშუალებით ხედავს და ესაუბრება პაციენტს.

პროცედურა ჩვეულებრივ არ გრძელდება ორ წუთზე მეტი და არ ახლავს არანაირი დისკომფორტი.

როცა მთავრდება, რადიოთერაპევტი მიდის და აშორებს პაციენტს მოწყობილობას, რომელიც უძრავად ამყოფებდა მას.

პროტონული თერაპია არის ამბულატორული პროცედურა. კიბოს ტიპიდან გამომდინარე ის შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

გვერდითი ეფექტები - შეიძლება იყოს რაიმე გვერდითი ეფექტები, თუმცა, ისინი გაცილებით მსუბუქია რენტგენულ თერაპიასთან შედარებით. შეიძლება იყოს სიწითლე სამიზნე ადგილის ირგვლივ და მცირე დროებითი თმის ცვენა.

ვიდეო https://youtu.be/iEKqv8q16rw

წყარო: http://www.medicalnewstoday.com/articles/268629.php