სამყაროს მთელი მატერია აგებულია შედარებით მცირე რაოდენობის ელემენტალური ნაწილაკებისგან, რომლებიც მოიცავენ კვარკებს (პროტონებისა და ნეიტრონების შემადგენლები) და ელექტრონებს (რომლებიც პროტონებთან და ნეიტრონებთან ერთად ქმნიან ატომებს). თითოეულ ელემენტალურ ნაწილაკთან ასოცირდება "ანტინაწილაკი", რომელიც ასევე არსებობს ბუნებაში. ანტინაწილაკს აქვს ისეთივე მასა, როგორიც ნაწილაკს, მაგრამ აქვს საპირისპირო მუხტი.

ნაწილაკი და ანტინაწილაკი შეიძლება შეერთდნენ (ანუ ანიჰილირდნენ) და წარმოქმნან ფოტონი, ანუ სინათლის ნაწილაკი. და პირიქით, ნაწილაკი-ანტინაწილაკის წყვილი შეიძლება წარმოიქმნეს ფოტონისგან. ასე, რომ ნაწილაკებსა და ანტინაწილაკებს შორის არსებობს გარკვეული სიმეტრია ამ პროცესებში.  თუმცა, რატომღაც ჯერჯერობით აუხსნელია, თუ რატომ გაჩნდა სამყაროს დიდი აფეთქებით წარმოშობის შემდეგ ნაწილაკების ანტინაწილაკებზე უფრო დიდი რაოდენობა. ამიტომ ვხედავთ, რომ სამყაროს მატერია შედგება უმეტესად პროტონების, ნეიტრონებისა და ელექტრონებისგან ვიდრე ანტიპროტონების, ანტინეიტრონებისა და პოზიტრონებისგან (ასე უწოდეს ანტიელექტრონებსს).

არ არსებობს იმის მინიშნება, რომ ვიფიქროთ, რომ სამყაროს რაიმე ნაწილი შედგება უპირატესად ნაწილაკებისგან ხოლო სხვა ნაწილი უპირატესად ანტინაწილაკებისგან, რაც ალბათ ბედნიერებაა, რადგან ჩვენი დედამიწა თუ შეაღწევდა სამყაროს იმ ნაწილში, რომელიც უპირატესად ანტინაწილაკებისგან შედგება ჩვენ ყველანი ფოტონებად (სინათლედ) დავსრულებდით არსებობას !