აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია ამტკიცებს, რომ შეუძლებელია რაიმე ობიექტი მოძრაობდეს სინათლის სიჩქარეზე (რაც 300 მილიონი მეტრია წამში) უფრო სწრაფად.
მიზეზი შემდეგნაირად აიხსნება. ჩვენ ალბათ ყველა შევეგუეთ იმ ფაქტს, რომ რაც უფრო მძიმეა ობიექტი, მით მეტი მუშაობაა საჭირო მისი სიჩქარის გარკვეულ ცვლილებას მისაღწევად - ამიტომაც არის სატვირთო მანქანების ძრავები უფრო დიდი, ვიდრე მსუბუქი ავტომობილებისა! სინამდვილეში კი, როგორც აინშტაინმა განსაზღვრა, ობიექტის მასაკი არ განსაზღვრავს მის წინააღმდეგობას სიჩქარის ცვლილებისადმი, არამედ ენერგია.
ეს ენერგია შედგება იმ ენერგიისგან, რომელიც სხეულს აქვს უძრაობისას (ეს არის "უძრაობის ენერგია", რომელიც პროპორციულია მასისა შემდეგი ცნობილი ფორმულით E = mc2), პლიუს კინეტიკური ენერგია რომელიც სხეულს აქვს მოძრაობის გამო. რაც უფრო სწრაფად მოძრაობს სხეული, მით მეტია მისი ენერგია და ამიტომ მით მეტია მისი წინააღმდეგობა უფრო მეტად გაიზარდოს მისი სიჩქარე - რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ მეტი მუშაობა სიჩქარის გარკვეული დამატებითი ცვლილების მისაღწევად .
როცა ობიექტის სიჩქარე უახლოვდება სინათლისას, სიჩქარის შემდგომი ცვლილებისათვის საჭიროა უსასრულოდ დიდი ენერგია.