ეს შეკითხვა ასტრონომებს მას შემდეგ აღელვებთ, რაც სამოცდაათზე მეტი წლის წინ აღმოაჩინეს, რომ სამყარო არის არა სტატიკური (უძრავი), არამედ ის ფართოვდება. რამოდენიმე წლის წინ, მრავალწლიანიწლიანი დებატების შემდეგ, ამ თავსატეხის ამოხსნის იმედი გამოჩნდა.
დედამიწიდან საკმაოდ დაშორებული ზეახლების აფეთქებებისა და კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის არაერთგვაროვნებების შესწავლა გვიჩვენებს, რომ სამყარო არა მარტო ფართოვდება, არამედ გაფართოების სიჩქარე იზრდება კიდეც. მრავალი ასტრონომი ამჟამად დარწმუნებულია, რომ სამყარო მუდმივად გააგრძელებს გაფართოებას.