გამოსახულებას, რომელსაც სარკეში ხედავთ არ არის ნამდვილი – ეს აშკარად ასეა, რადგან მას ეკეთება საათი მარჯვენა ხელზე თუ თქვენ გიკეთიათ ის მარცხენაზე! ეს არის რასაც უწოდებენ ვირტუალურ (წარმოსახვით) გამოსახულებას. თქვენი ტვინი აღიქვამს თქვენს თვალებამდე მოღწეულ სინათლეს, როგორც მისი წყაროდან პირდაპირ წამოსულს, როცა სინამდვილეში ის არის სარკიდან ანარეკლი. ასე, რომ თქვენი ტვინი ხედავს გამოსახულებას სარკის სიღრმეში (ანუ უკან) იგივე მანძილით დაშორებულს როგორც თქვენ ხართ სარკიდან დაშორებული. 

ის ფაქტი, რომ არეკლილი სინათლე ინტერპრეტირდება თქვენი ტვინის მიერ ისე როგორც პირდაპირ წამოსული სარკის სიღრმიდან, ცვლის მარჯვენ-მარცხნივობას იმ გამოსახულებისა, რომელსაც თქვენი ტვინი ხედავს.

1950-იანი წლების შუამდე მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ბუნება იყო სარკულად სიმეტრიული – რომ ფიზიკის კანონებს არ ჰქონდათ მახასიათებელი მხრივობა (მემარჯვენეობა ან მემარცხენეობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მიაჩნდათ, რომ თუ თქვენ უყურებდით ელემენტარული ნაწილაკების ურთიერთქმედებას ჩაბნელებულ ოთახში, ვერ იტყოდით იმას თქვენ უყურებდით ნამდვილ პროცესს თუ ნამდვილი პროცესის გამოსახულებას სარკეში. თუმცა წამოიჭრა მინიშნება იმისა, რომ ელემენტარული ნაწილაკების ოთხ ფუნდამენტურ ურთიერთქმედებათა შორის ერთერთი, კერძოდ სუსტი ურთიერთქმედება, სინამდვილეში არჩევს მარჯვენასა და მარცხენას. 

ამ ეჭვის დამამტკიცებელი ექსპერიმენტი ჩატარებულ იქნა 1958 წელს ქალი ფიზიკოსი ჩიენ-შიუნგ ვუს მიერ. ექსპერიმენტამდე ნობელის პრემიის ლაურეატმა, იტალიელმა ფიზიკოსმა ვოლფგანგ პაულიმ განაცხადა, "არ მჯერავს, რომ უფალი არის ცაცია, და ნაძლევს ჩამოვდივარ ძალიან დიდ თანხაზე, რომ ეხსპერიმენტი სიმეტრიულ შედეგს მოგვცემსო." მან წააგო თავისი ფული!