შეკითხვა:

გამარჯობათ, ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ!

1) რატომ არის მოწმენდილი ცა დღისით ლურჯი?

2)დავინახავთ თუ არა თეთრ ფურცელზე წითლად დაწერილს თუ მას წითელი მინით დავაკვირდებით. თუ მწვანე მინით დავაკვირდებით?

3) რომელ ფერს გაატარებს ერთმანეთზე დადებული წიტელი და იისფერი მინები?

4) რა ფერის გამოჩნდება ბალახი, თუ მას ლურჯი ფერით გაანათებენ?

პასუხი:

1)  თეთრი სინათლის რაიმე გამჭვირვალე  გარემოში  გავრვცელებისას  ადგილი აქვს მოლეკულებზე სინათლის  გაბნევის მოვლენას...  ჰაერის  მიერ  განსაკუთრებით კარგად განიბნევიან  ლურჯი და ცისფერი სხივები, რის გამოც დღისით მოწმენდილი ცა გვეჩვენება  ლურჯი - ცისფერი...

2) წითელი  მინით დაკვირვებისას  გვექნება მხოლოდ წითელი ფონი (ვერაფერს დავინახავთ)... მწვანე მინით დაკვირვებისას კი მწვანე ფონზე წავიკითხავთ შავ წარწარას.

3) არცერთს (შავი ფონი)

4)   შავი ( შავსაც თუ ფერი ქვია და...wink )

---------------------------------------