შეკითხვა:

განსაზღვრეთ გამბნევი ლინზის ოპტიკური ძალა,თუ ცნობილია,რომ მის წინ40სმ-ზე მოთავსებული საგნის წარმოსახვითი გამოსახულება 4-ჯერ შემცირებული მიიღება.

(მადლობა წინასწარ)
 

პასუხი:

მოც: გამბნევი ლინზა

მანძილი საგნიდან ლინზამდე ..... d = 40 სმ = 0. 4 მ

ლინზის  ,,გამადიდებლობა'' .... g = h / H  =  1/4  სადაც  h - გამოსახულების ზომაა ხოლო   H - საგნის ზომა

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ლინზის ოპტიკური ძალა  D = ?

ლინზის ოპტიკური ძალა  D = 1/F  სადაც    F ლინზის  ფოკუსური მანძილია. მოცემული ლინზა უნდა ჩავთვალოთ '' თხელ " ლინზად, რომლისთვისაც   1/F = 1/ d  + 1/ f   ...  f  -  არის მანძილი გამოსახულებიდან ლინძამდე.  ალბათ გეცოდინება wink რომ  გამბნევ ლინზაში ნამდვილი საგნის გამოსახულება ყოველთვის წარმოსახვითია, ყოველთვის პირდაპირია, ყოველთვის შემცირებულია  და ყოველთვის მდებარეობს საგანსა და ლინზას შორის (ამის შესახებ ახლო მომავალში ვიდეოგაკვეთილსაც დავდებთ)  და გამოსახულების წარმოსახვითობის გამო   f  უარყოფით სიდისედ მიიჩნევა. გეომეტრიული ანალიზით შესაძლებელია იმის დადგენაც, რომ გამადიდებლობა  g = h/ H = |f| / |d|

მოკლედ ჩვენს ამოცანაში  1/4 = |f | / 0,4 ...... |f | = 0. 1 .... ...f  = — 0, 1 მ.... ასე, რომ    D = 1/0,4  1/ 0, 1 7, 5  დიოპტრი.

-------------------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე