შეკითხვა: | აბრეშუმის ძაფზე კიდია ალუმინის ფოლგისაგან დამზადებული მასრა. მას ეხება დაუმუხტავი ლითონის ღერო, რა დაემართება მასრას თუ ღეროს მიუახლლებთ დამუხტული ბურთს? პასუხი დაასაბუთაეთ. |
---|---|
პასუხი: | ფოლგისაგან დამზადებული მასრა ე.ი. მსუბუქია-ო!.... მას ეხება დაუმუხტავი ლითონის ღერო..... ღერო შედარებით გრძელია მასრის ზომასთან შედარებით-ო! მიუახლოებთ დამუხტული ბურთს..... დავუშვათ დადაბითად დამუხტულს. ----------------------------------------------------------------------------- ე.ი გვაქვს ასეთი სურთი: მარცხნივ თავისუფლად დაკიდებული ალუმინის მსუბუქი ფოლგა. მას მარცხენა ბოლოთი ეხება ლითონის ღერო და მას მარჯვნიდან მიუახლოეს( მაგრამ არ შეახეს) დადებითად დამუხტული ბურთი. ღეროს მარჯვენა მხარეზე ინდუცირდებოდა უარყოფითი მუხტი( თავისუფალი ელექტრონები მასრიდან და ღეროს მარცხენა ბოლოდან გადაიწევდნენ მარჯვნივ) ხოლო ღეროს მარცხენა მხარე და მასთან შეხებაში მყოფი მასრა კი დაიმუხტებოდა დადებითად. რის გამოც .......? |