შეკითხვა: | ბატონო ოლეგ, ეს როგორ იხსნება ერთმანეთზე დევს სამი m მასის ერთნაირი ფირფიტა ფირფიტებსა და ზედაპირს შორის ხახუნის კოებიფიენტი ტოლია ფირფიტებს შორის ხახუნის კოეფიციენტის და ტოლია k. თუ პირველ ფირფიტას გამოვასრიალებთ, ისე რომ დანარჩენებს არ შევეხებით მასზე მოქმედი ხახუნის ძალა იქნება? |
---|---|
პასუხი: | თუ პირველ ფირფიტას გამოვასრიალებთ, ისე რომ დანარჩენებს არ შევეხებით რას ნიშნავს დანარჩენებს არ შევეხებით? ... ''პადიეზდის'' ენაზეა დაწერილი. ------------------------------- გავერკვეთ: 1) თუ მხოლოდ პირველ ფირფიტაზე ვიმოქმედებს ჰორიზონტალური ძალით(გამოვაბამთ თოკს და გავჭიმავთ), როდესაც ეს ძალა გადააჭარბებს უძრაობის ხახუნის ძალას მაგიდის ზედაპირსა და ფირფიტათა სისტემას შორის F>= 3kmg, ფირფიტათა სისტემა ამოძრავდება - პირველი ფირფიტას უძრაობის ხახუნის გამო გამოყვება მეორე ფირფიტა, მეორეს კი ანალოგიურად გამოყვება ზედა მესამე ფირფიტაც. ასე რომ ამ შემთხვევაში სრიალის ხახუნი ძალა მაგიდასა და ფირფიტათა სისტემას შორის არის 3kmg. ( 3mg ურთიერთმიწოლის ძალაა მაგიდასა და პირველ ფირფიტას შორის) 2) მაგრამ თუ გვინდა გამოვაძროთ მხოლად პირველი ფირფიტა, ამისათვის მეორე უნდა დავამაგროთ(მაგალითად გამოვაბათ კედელზე), მესამე კი უძრაობის ხახუნით დარჩება მეორეზე. ამ შემთხვევაში დამატებით მოგვიწევს პირველ და მეორე ფირფიტას შორის უძრაობის 2kmg ხახუნის ძალის დაძლევა ( 2mg ურთიერთმიწოლის ძალაა პირველ და მეორე ფირფიტას შორის). ასე რომ მხოლოდ პირველი ფირფიტის გამოძრობისას ხახუნის ძალა არის 5kmg. -------------------------------------------
|