შეკითხვა: | ოზონი(O3) ჟანგბადზე(O2) მძიმეა,რატომ ხდება რომ ოზონი გამუდმებით ატმოსფეროს მაღალ ფენებშია (10-50 კმ) ხოლო ჟანგბადი მასზე დაბლა ? |
---|---|
პასუხი: | ხოლო ჟანგბადი მასზე დაბლა ? რატომ მაინცდამაინც დაბლა??? .... ჟანგბადი ხომ მთელ ატმოსფეროშია. ჟნგბადის მიერ ულტრაიისფერი გამოსხივების რადიაციული კომპონენტის შთანთქმისას წარმოიქმნება ოზონი.... ჟანგბადი + ულტრაიისფერი გამოსხივება ----> ოზონი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჟანგბადი - ოზონი და ულტრაიისფერი გამოსხივება თვითბალანსირებად(თვითრეგულირებად) სისტემას ქმნიან: გამოსხივების ინტენსივობის გაზრდით იზრდება ოზონის წარმოქნმის ინტენსივობა და პირიქით- გამოსხივების ინტენსივობის შემცირებას მოყვება ოზონის მოლეკულურ ჟანგბადად უკუგადაქცევის ინტენსივობის გაზრდა... და ასეთი თვითბალანსირებადი სისტემის წარმოქმნის ყველაზე ხელსაყრელი პირობები სხვადასხვა კომპლექსური მიზეზების გამო დედამიწის ზედაპორიდან 20-30 კმ სიმაღლეზეა. მოცემული პირობების დროს მოცემულ ფენაში მყარდება O2 <==> O3 ურთიერთგარდაქმნის დინამიური პროცესი: დროის ერთეულში ჟანგბადის მიერ გამოსხივების შთანთქმით წარმოქმნილი ოზონის რაოდენობა უტოლდება ჭარბი ოზონიდან აღდგენილი მოლეკულური ჟანგბადის რაოდენობას. მართალია რომ ოზონი შედარებით მძიმეა მოლეკულურ ჟანგბადთან შედარებით, მაგრამ ურთიერთგარდაქმნის პროცესი მიმდინარეობს მაინც იმდენად ნელა, რომ წარმოქმნოლი ოზონი ვერ ასწრებს ფენის დატოვებას. დაიხმარე ვიკიპედია და სხვა ინტერნეტწყაროები -------------------------------- ოლეგი გაბრიაძე This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.......... ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები აბიტურიენტებისათვის |