შეკითხვა:

ბატონო ოლეგ, თქვენს მიერ დასმულ ორივე შეკითხვის შემთხვევაში ვფიქრობ სითხე არსად არ წაინაცვლებს, რამდენჯერაც სიმკვრივე მოიმატებს ან მოიკლებს იმდენჯერ მოიკლებს ან მოიმატებს მოცულობაც. დიდი მადლობა ასეთი გასაგები პასუხისთვის და გისურვებთ წარმატებას

პასუხი:

პირველ შემთხვევაში წანაცვლება მართლაც არ გვექნება, მაგრამ მეორე შემთხვევაში კი...

და აი რატომ:

4 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურის  წყლის  4 გრადუსამდე   გათბობისას  ''ანომალიის" გამო მთელი    სითხე  შეიკუმშება და  რადგანაც ახლა უკვე ერთგვარივან სითხესთან  გვაქვს საქმე, ამიტომ  დონე ორივე ჭურჭელში ერთნაირად დაიწევს. არადა ფორმის გამო მარჯვენა ჭურჭელი  სითხის მოცულობის ცვლილებას  შედარებით მეტად '' მგრძნობიარედ''  განიცდის ვიდრე მარცხენა - ანუ, თუ შემაერთებელ მილს დროებით ჩავკეტავდით, მაშინ  მარჯვენაში  სითხე მეტად დაიწევდა მარცხენასთან შედარებით. გამოდის რომ დონეთა ერთნაირობის გამო შემაერთებელ მილში  ხდება გადადინება მარცხნიდან მარჯვნივ .

------------------------------

ოლეგი გაბრიაძე

 This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..........  ფიზიკა - მათემატიკა - ზოგადი უნარები   აბიტურიენტებისათვის