შეკითხვა:

გამარჯობათ. ინდუქციურობის თვისების შესწავლისას გაკვეთილში ეწერა: "დენის მიერ შექმნილი მაგნიტური ველის B ინდუქციის მოდული პროპორციულია დენის ძალის." არადა ამპერის ძალის შესწავლისას ვისწავლეთ ფორმულა: B=F/IL საიდანაც გამომდინარეობს რომ დენის ძალა უკუპროპორციულია ინდუქციის. იქნებ დამეხმაროთ, სად ვუშვებ შეცდომას? :(( წინასწარ მადლობა <3

პასუხი:

 

სურათზე ნაჩვენებია სწორი დენიანი პარალელური  გამტარების მაგნიტური ველის წირები და მათზე მოქმედი ძალები:  მაგ.

მარცხენა სურათზე გამოსახულია ერთმანეთისაგან  R  მანძილით დაშორებული  I1  და   I2     პარალელური  ერთნაირი მიმართულების სწორი დენიანი გამტარები. თითოეული დენიანი გამტარი თავის გარშემო ქმნის თავის მაგნიტურ ველს, რომლის მოდული დენის ძალის პროპორციულია -  ლოგიკურია რომ  მაგნიტ. ველის ინდუქცია დენიან გამტართან(''წყაროსთან'')   უფრო  დიდია:   \(B_{1}=\frac{\mu _{0}}{2\pi }\frac{I_{1}}{R}\)      და   ანალოგიურად  B2 \(\sim\) I2.       B1  წირები  თავის  I1 დენთან ქმნიან ''მარჯვენა ხრახნიან კონცენტრულ წრეწირებს ( მარჯვენა ხელის წესი), ანალოგიურად  B2   თავის  I2 -თან.....  

 I2  დენიანი  გამტარი მოთავსებულია  I1  დენის  B1  მაგნიტურ ველში და პირიქით ..... ამიტომ  ამპერის კანონის თანახმად   I2  დენიან გამტარზე იმოქმედებს  ძალა  F12 --პირველის მხრიდან მეორეზე მოქმედი ძალა.    F12  =  I2B1L  და  ანალოგიურად

 I1  დენიან გამტარზე იმოქმედებს  ძალა  F21 --მეორის მხრიდან პირველზე მოქმედი ძალა.    F21  =  I1B2L ....ცხადია რომ ნიუტონის მესამე კანონის თანახმად ეს ძალები  მოდულით ერთმანეთის ტოლია  და მიმართულებით საპირისპირო.

ანალოგიურად შეგიძლია იმსჯელო მარჯვენა სურათის შემთხვევაშიც.....

ასე რომ შენი შეცდომა ფორმულის არასწორი ინტერპრეტაცია იყო ---   B=F/IL  ფორმულაში   B არის იმ მაგნიტური ველის ინდუქცია  რომელშიც   შეიტანეს  I  დენიანი L სიგრძის გამტარი და ამ ველმა მასზე F ძალით იმოქმედა .....   ამ ფორმულაში  I  დენი არ ქმნის  B მაგნ. ველს...... B მაგნ. ველს სულ  სხვა დენი  ქმნის -  სხვა  ''წყარო''  აქვს(თუნდაც მუდმივი მაგნიტი) 

---------------------------------------------------------------------------

ოლეგი გაბრიაძე