Menu
მთავარი
სახელმძღვანელო
თეორია
კონსპექტი
ფიზიკურ მონაცემთა ცხრილები
ტერმინები
ზოგადი ფიზიკა
საინტერესო
ფიზიკოსები
კითხვა–პასუხი
საიტის შესახებ
შეკითხვის დასასმელად გთხოვთ,
შეხვიდეთ სისტემაში
ან
გაიაროთ რეგისტრაცია
1
2
3
4
...
6
7
8
9
10
გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა: ფილა ჰორიზონტალურ მდებარეობაში ჩერდება მის ქვემოთ მოთავსებული N რაოდენობის ხვრელიდან გამოსხმული წყლის მძლავრი ვერტიკალური ჭავლებით. ხვრელიდან წყლის გამოსვლის სიჩქარეა V. თითოეული ხვრელის ფართობია S. ფილა ხვრელებთან ახლოსაა. ჭავლი ფილაზე მოხვედრისას ჰორიზონტალურ სიბრტყეში იფანტება. განსაზღვრეთ ფილის მასა. წყლის სიმკვრივეა r. დედამიწაზე თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა g. მე ვფიქრობ რომ ძალები უნდა იყოს წყლის და ფირფიტის ერთი და იგივე(ანუ ერთი ძალით უნდა მიაწვ........
გამარჯობათ მაინტერესებს ეს ამოცანა: მიმდევრობით შეერთებული ორი აბაზანიდან ერთი ნიკელის ხოლო მეორე ქრომის მარილითაა სავსე. განსაზღვრეთ რომელ აბაზანაში გაივლის მეტი მუხტი.(ნიკელის ელექტრო ქიმიური ეკვივალენტია 0.30 * 10^(-6), ქრომის ელექტროქიმიური ეკვივალენტია 0.18 * 10^(-6)). და მაინტერესებს, ამ ამოცანაში მიმდევრობით არის შეერთებული და პარალელურის დროს რა იქნებოდა განსხვაავება ამოხსნაში? და კიდე ელექტროქიმიური ეკვივალენტი რა არის და გამტარობა როგორ დავაკავშირო მასთან? | მე როგორც ვიცი ელექტრ........
გამარჯობათ მაინტერესებს ერთი რამ, მე აქ დავწერე ამოცანა ორ დამუხტულ ბურთულაზე და მაინტერესებდა მათი განზიდვის ძალით მათი მაქსიმალური სიჩქარეები და პასუხში დამიწერეთ რომ უნდა დამეწერა ეს განტოლებები: kq1q2/r - Gm1m2/r = m1v12/2 + m2v22/2 m1v1=m2v2 მაგრამ პასუხი ვერ მივიღე ასეთი ტიპის მეორე ამოცანაში ამოცანა: ორ პატარა უძრავ ბურთულას შორის მანძილი 1მ-ია. ბურთულების მასებია 1გ ხოლო მუხტები 1მკკ ურთიერთგანზიდვის ძალის გავლენით ბურთულები იწყებენ მოძრაობას იპოვეთ მათი მაქსიმალური სიჩქარ........
გამარჯობათ ერთი ამოცანა მაინტერესებს. ორ პატარა ბურთულას შორის მანძილი 1მ-ია. ბურთულების მასებია 1გ და 2გ ხოლო მუხტებია 1მკკ და 3მკკ. ურთიერთგანზიდვის ძალის გავლენით ბურთულები იწყებენ მოძრაობას. გამოთვალეთ მათი მაქსიმალური სიჩქარეები.
გამარჯობათ, მაინტერესებს თუ წრედში გვაქვს რამდენიმე ელემენტი სხვადასხვა ემძ-ებით ამ შემთხვევაში როგორ გავიგო ამ ელემენტების საერთო ემძ(შეიძლება არასწორად ვამბობ). მაგალითად გვაქვს წრედი პარალელურად და მიმდევრობით შეერთებული ელემენტებით რომლებსაც აქვს სხვადასხვა ემძ და შიგა წინაღობა, როგორ გავამარტივო ეს წრედი?
გამარჯობა, ამ ამოცანის ამოხსნაში ხომ ვერ დამეხმარებით? 30გრადუსის მქონე 10სმ. სიგრძის დახრილ სიბრტყეზე მოსრიალებს m მასის, a წიბოს მქონე კუბი და, ასევე, მეორე იმავე დახრის მქონე მეორე სიბრტყეზე მოსრიალებს იმავე მასის, R = a/2 რადიუსის მქონე ცილინდრი. a = 8სმ, m = 2კგ. ხახუნი უმნიშვნელოა. იპოვეთ სხეულის სიჩქარეები დახრილი სიბრტყიდან ჩამოგორების მომენტისათვის. მადლობა წინასწარ
გამარჯობა, გთხოვს დამეხმაროთ ამოხსნაში. მცირე კუთხით დახრილ სიბრტყეზე დევს ძელაკი. ნელ-ნელა ზრდიან დახრის α კუთხეს. როდესაც α აღწევს 30°-ს, ძელაკი იწყებს ჩამოსრიალებას. განსაზღვრეთ ხახუნის კოეფიციენტი ძელაკისა და სიბრტყის ზედაპირებს შორის.
10 მ/წმ სიჩქარით კუთხით გასროლილი სხეულის სიჩქარის მოდული 0,5 წამში 7 მ/წმ-მდე შემცირდა. იპოვეთ მაქსიმალურ სიმაღლეზე ასვლის დრო.
გამარჯობა. იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ. ურთიერთმართობული სხივები ჰაერიდან სითხეში გადადის. იპოვე გარდატეხის მაჩვენებელი, თუ ერთი სხივის გარდატეხის კუთხეა 36 გრადუსი, ხოლო მეორე სხვისი გარდატეხის კუთხეა 20 გრადუსი.
გამარჯობა, გთხოვთ დამეხმაროთ შემდეგი ამოცანის ამოხსნაში: 2 კგ და 6 კგ მასის არადრეკადი სხეული შემხვედრი მიმართულებიტ მოძრაობს, თითოეული 2 მ/წმ სიჩქარით. გამოტვალეთ თითოეული სხეულის სიჩქარის მოდული და მიმართულება დაჯახების შემდეგ.
გთხოვთ მიპასუხეთ ძალიან მჭირდება . 1ტ მასის მქონე ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრეა 50კვტ. ოთხივე ბორბალი წამყვანია. ხახუნის კოეფიციენტი გზის საფარსა და საბურავებს შორის არის 0,5. რა მინიმალური დრო სჭირდება ავტომობილის სიჩქარის გაზრდას 0-იდან 15 მ/წმ-მდე? ჰაერის წინააღმდეგობა უგულებელყავით. მადლობა წინასწარ!!!
მოგესალმებით. თითქოს მარტივი ამოცანაა მაგრამ სადღაც ვუშვებ ალბათ შეცდომას, თუ შეძლებთ, რომ დამეხმაროთ 1,5 ლ. 70 0C - იან წყალში 2 ლ 20 0C წყალი ჩაასხეს. განსაზღვრე ნარევის ტემპერატურა, სითბოს დანაკარგებს მხედველობაში ნუ მიიღებ. ბალანსი სითბური Q+Q=0 პასუხს ვიღებ 41,43...
გამარჯობათ, ამოცანა არის შემდეგი. გამოთვალე 2კგ მაის აირის მოცულობა 10 ხარისხად 5 პა წნევის დროს, თუ მისი მოლეკულების სიჩქარის კვადრატის საშუალო მნიშვნელობა 12x10 მეექვსე ხარისხში. მ2/წმ2
S სიგრძის თოკის ერთი ბოლოთი დამაგრებულია საკიდზე, მეორე ბოლოზე კი M მასის სხეულია მობმული. საკიდი იატაკიდან დაშორებულია H მანძილით (H>S). M მასის სხეული H სიმაღლიდან (სხეული თოკის მეორე ბოლოსთანაა) უსაწყისო სიჩქარით ვერტიკალურად ქვევით ეშვეება, რა მაქსიმალური ძალა აღიძვრება თოკში, როცა სხეული გაივლის S მანძილს და დაჭიმავს თოკს? (თოკი არ არის ელასტიური)
თუ შეგიძილიათ ამოხსნის მეთოდი მაჩვენოთ :) <3 რა მინიმალური ძალაა საჭირო 4.5კგ მასისა და 0.25მ რადიუსიანი ბორბლის ასაგორებლად 0.1მ სიმაღლის საფეხურზე? ძალა მოდებულია ბორბლის ცენტრზე და მიმართულია ჰორიზონტალურად.
გამარჯობა. ერთი ამოცანა მაინტერესებს: დიდი მრგვალი ოთახის დიამეტრია 20მ, ჭერის სიმაღლე 3,2მ. ცენტრში დგას კუბის ფორმის დიდი სეიფი, რომლის სიმაღლე 3მ. იატაკზე დგას სათამაშო კატაპულტი. მისი მეშვეობით გვინდა შევაგდოთ კენჭი სეიფის სახურავის შუაში ისე, რომ კენჭი ოთახის ჭერს არ შეეხოს. რა მინი მალური სიჩქარეა ამისთვის საჭირო? ოთახის ჭერის რა სიმაღლისთვისაა ეს საერთოდ შესაძლებელი.
გამარჯობათ, ამოცანა არის შემდეგნაირი: გამოთვალე ტალღის რხევის პერიოდი თუ მისი ტალღის სიგრძე 15მეტრია. მე გამოვთვალე ასე T=ლამბდა/სიჩქარე T=15/3*10მერვე ხარისხში მ/წმ T=45*10მერვე ხარისხში სწორია თუ სულელობა დავწერე?
გამარჯობა! ბურთულა რომლის მასაა 0,1 გრ, 600-იანი კუთხით ეჯახება კედელს 200 მ/წმ სიჩქარით. ჩათვალეთ დაჯახება აბსოლუტურად დრეკადად და განსაზღვრეთ ძალა რომლითაც ბურთულა მოქმედებს კედელზე, თუ დაჯახება გრძელდება 0,01 წამის განმავლობაში. იქნებ დამეხმაროთ, მადლობა
2019-2020 წლის ეროვნული ოლიმპიადა მე-2 ტურის ფიზიკის 1 ამოცანა მაინტერესებს... გვაქვს ტოლი მოცულობის 2 ჭურჭელი: ერთი ცილინდრული მეორე კი ნახევარსფერული. ისინი ბოლომდე აავსეს წყლით. განსაზღვრეთ რამდნჯერ განსხვავდება ჭურჭლის ფსკერზე სითხის დაწოლის ძალები. ატმოსფერულ წნევას ნუ გაითვალისწინებთ.
გამარჯობა! გთხოვთ დამეხმაროთ ამ ამოცანის ამოხსნაში. ერთსა და იმავე დროში ერთი მათემატიკური ქანქარა ასრულებს 40 რხევას, მეორე-20-ს. განსაზღვრეთ მათი სიგრძეები თუ ერთი მათგანი 1.5 მეტრით გრძელია მეორეზე
ძიება
მოძებნე!
Log in
Register
Login to your account
ჯერ არ გაქვს ანგარიში?
დარეგისტრირდი ახლა!
Sign in using your account with:
Username *
პაროლი *
დამიმახსოვრე
დაგავიყდა შენი პაროლი?
დაგავიყდა შე?ნი მომხმარებლის სახელი?
Create an account
Sign in using your account with:
ასტერიწსით (*) მონიშნული ველების შევსება აუცილებელია.
Name
*
Username
*
Password
*
Confirm Password
*
Email Address
*
Confirm Email Address
*
Captcha
*
Register
კითხვა–პასუხი
1. ორი ბრტყელი პარალელური ფირფიტით შედგენილი კონდენსატორის ტევადობაა C. კონდენსატორის ფირფიტებს შორის სივრცის 2/3 ნაწილი შეავსეს e=2 დიელექტრიკული შეღწევადობის მქონე დიელექტრიკით. რისი ტოლია მიღებული ........
1) 800მ/წმ სიჩქარით მოძრავი 9გ მასის მქონე ტყვია ხვდება ფიცარს და რაღაც სიღრმეზე ჩერდება.გამოთვალე,რა მუშაობა შეასრულა ტყვიამ ხახუნის ძალის დაძლევაზე. 2) ამწეს,რომელიც 2კვტ სიმძლავრის ელექტროძრავას მ........
ბატონო ოლეგ მაინტერესებს ჩემი ამოხსნა უტოლობის ტუ არის სწორად გაკეთებული...
გამარჯობა, იქნებ ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმაროთ? განსაზღვრეთ ჭის სიღრმე, თუ მასში ჩავარდნილი ქვის დაცემის ხმა დამკვირვებელმა ქვის ვარდნის დაცემიდან 3,0წმ-ში გაიგონა. მე იცით როგორ ჩავსვი სიდიდეებიი?........