როგორც აღმოჩნდა ბრტყელი (ბილატერალური), ღერძული (ცილინდრული) და სფერული სიმეტრიების დროს კულონის კანონისა და სუპერპოზიციის პრინციპის გამოყენებით შესაძლებელია მძლავრი თეორემის გამოყვანა, რომელიც მნიშვნელოვნად ამარტივებს ელექტრული ველის დაძაბულობის ვექტორის მოძებნის ამოცანას.

სანამ გადავიდოდეთ ამ თეორემის - გაუსის თეორემის ფორმულირებასა და დამტკიცებაზე საჭიროა შემოვიტანოთ კიდევ ერთი სასარგებლო სიდიდე, რომელიც ახასიათებს ელექტრულ ველს - დაძაბულობის ვექტორის ნაკადი.