სერიული პრეციზიული (ზუსტი) ექსპერიმენტების საფუძველზე ფრანგმა ფიზიკოსმა შარლ კულონმა 1785 წელს ჩამოაყალიბა ელექტროსტატიკის ძირითადი კანონი

ორ უძრავ წერტილოვან მუხტს შორის ურთიერთქმედების ძალა ვაკუუმში პირდაპირპროპორციულია ამ მუხტების მოდულების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის. ეს ძალა არის მიზიდვის თუ მუხტები საპირისპირო ნიშნებისაა და - განზიდვის თუ ისინი ერთნიშნაა. ძალა მიმართულია მუხტების შემაერთებელი წრფის გასწვრივ.

მათემატიკურად კულონის კანონი ასე შეიძლება ჩავწეროთ

                         (15.1)

სადაც ε0 არის დიელექტრიკული შეღწევადობა. შევნიშნოთ, რომ ეს აკმაყოფილებს ნიუტონის მესამე კანონს, რადგან გულისხმობს, რომ q2 მუხტზე მოდულით ტოლი და მიმართულებით საპირისპირო ძალა მოქმედებს, რაც q1 მუხტზე. შევნიშნოთ, რომ კულონის კანონი იგივე ფორმისაა რაც გრავიტაციის კანონი.

არის კულონის მუდმივა.

►აქვე მცირე შენიშვნები

  1. რამდენად ზუსტია კულონის კანონში 1/r2 დამოკიდებულება? არის თუ არა ხარისხის მაჩვენებელი ზუსტად  2-ის ტოლი? დღესდღეობით ექსპერიმენტული შემოწმებები აჩვენებს, რომ სიზუსტე დაცულია. სულ მცირე მძიმის შემდეგ 9 ნიშნის სიზუსტით მაინც.
  2. კულონის კანონით აღწერილი ძალა მოქმედებს ასევე მოძრავ მუხტებს შორის, მაგრამ აქ ეს ძალა არ არის სრულად ელექტრული (არამედ არის ელექტრომაგნიტური) ძალა. წარმოიქმნება შესწორება - მაგნიტური მდგენელი, რაც სწორედ სხეულის მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ამას მოგვიანებით განვიხილავთ.