ელექტროდიმნამიკა არის ფიზიკის ნაწილი, რომელიც სწავლობს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედებას და ელექტრული და მაგნიტური ველების თვისებებს.
მექანიკაში განიხილებოდა მხოლოდ ერთადერთი ფუნდამენტური ურთიერთქმედების კანონი - მსოფლიო მიზიდულობის კანონი. ყველა დანარჩენი ძალები, რომლებიც გვხვდებოდა მექანიკაში არის სხვა ფუნდამენტური ურთიერთქმედების გამოვლინება. ეს არის ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედება, რომელსაც შევისწავლით სწორედ ფიზიკის ამ ნაწილში.
დავიწყებთ სხეულის ელექტრული თვისებების გამოვლინების ყველაზე მარტივი შემთხვევით - ელექტროსტატიკით (უძრავი ელექტრულად დამუხტული სხეულები).