თუ ორი ურთიერშემხები ფენა მოძრაობს განსხვავებული სიჩქარეებით, შეიძლება მოხდეს აირის ფენების სიჩქარეების გათანაბრება. საშუალოდ ასეთი ფენების მოლეკულების იმპულსები განსხვავებულია - უფრო სწრაფი ფენების მოლეკულებს აქვთ უფრო მეტი იმპულსის მნიშვნელობები. სწრაფი შრიდან მოლეუკულების უფრო ნელ შრეში გადასვლას თან ახლავს მოწესრიგებული მოძრაობის იმპულსის გადატანა. საპირისპირო ეფექტს იძლევა უფრო ნელი შრიდან მოლეკულების გადასვლა უფრო სწრაფ შრეში. ჯამური ეფექტი არის სიჩქარეების გათანაბრება. ამ ეფექტს ეწოდება შინაგანი ხახუნი. ამასთან, ნიუტონის მიერ ჩამოყალიბებული კანონი ამბობს: სიბლანტის ძალა F პროპორციულია  სიჩქარის გრადიენტის და მოხახუნე ზედაპირების S ფართობის:

(13.3)

η - შინაგანი ხახუნის კოეფიციენტია (დინამიური სიბლანტე). მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის მიხედვით