მოლეკულების უწესრიგო სითბური მოძრაობა, მათ შორის განუწყვეტელი შეჯახებები იწვევენ იმას, რომ მოლელუკელბი შედარებით ნელა მაგრამ მაინც, გადადგილდებიან სივრცის ერტი წერტილიდან მეორეში. დაჯახებების შედეგად ივლება მოლეკულის სიჩქარის სიდიდეც და მიმართულებაც, რაც იწვევს იმპულსისა და ენერგიის ცვლილებას. ამიტომ აირად გარემოში თუ განვიხილავთ გარემოს ცალკეული უბნების უსასრულოდ მცირე მოცულობებს, თვითნებურად წარმოიქმნება აირის სიმკვრივის (კონცენტრაციის), ტემპერატურისა და წნევის ფლუქტუაციები, რომლებიც მყისიერად ქრება. თუ მოცემული არაერთგვაროვნებები გამოწვეულია გარეშე წყაროთი და აქვს მუდმივი ხასიათი, მაშინ მოლეკულების ქაოტური მოძრაობები ცდილობენ ამ არაერთგვაროვნებების ლიკვიდირებას. ამასთან აირში წარმოიქმნება განსაკუთრებული პროცესები, რომელნიც გადატანის სახელით არის ცნობილი. მათ მიეკუთვნება დიფუზია, სითბოგამტარობა და შინაგანი ხახუნი.