მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ამოცანა არის ნივთიერების მოლეკულურ-კინეტიკური მოდელით მისი ყველა თვისების გამოყვანა. ეს მოდელი შეიცავს წარმოდგენებს ნივთიერების მოლეკულების თვისებებზე, მათ მოძრაობებზე და ურთიერთქმედებებზე. წარმოდგენები, ბუნებრივია, ზუსტდება მეცნიერების განვითარებასთან ერთად და ზუსტდება მოდელიც.
ამ მოდელის ძირითადი დებულებებია:
- აირი შედგება მოლეკულებისგან
- აირის მოლეკულები მუდმივ ქაოსურ მოძრაობას ასრულებენ
- მოლეკულები ეჯახებიან ერთმანეთს. დაჯახებები არის დრეკადი (დაბალი ტემპერატურები) და არადრეკადი (მაღალი ტემპერატურები)
- დაჯახებებს შორის შუალედებში მოლეკულები მოძრაობენ წრფივად
- მოლეკულები მცირე დაშორებებზე ურთიერთგანიზიდებიან, ხოლო დიდ დაშორებებზე ურთიერთმიიზიდებიან.
აღსანიშნავია, რომ თვით მოლეკულის შინაგანი სტრუქტურა აღიწერება ქვანტური ფიზიკით.