კლაუზიუსის ტოლობა შექცევადი ციკლისთვის არის

\(\oint_{L}^{ }\frac{\delta Q}{T}=0\)

რაც მათემატიკურად ნიშნავს იმას, რომ არსებობს პოტენციური ფუნქცია რომელის სრულ დიფერენციალსაც წარმოადგენს ინტეგრალსქვეშა გამოსახულება და რომ ამ ფუნქციის დიფერენციალის წირითი ინტეგრალი ერთი წერტილიდან მეორემდე არ არის დამოკიდებული წირის ფორმაზე. ანუ ფიზიკურად ეს ნიშნავს იმას, რომ ინტეგრალსქვეშა გამოსახულება - დაყვანილი სითბო ენერგიის მსგავსად (პოტენციალურის, შინაგანის) არის მდგომარეობის ფუნქცია (არ არის დამოკიდებული გადასვლის გზაზე და დამოკიდებულია მხოლოდ სისტემის მდგომარეობაზე). და ეს დაყვანილი სითბო წარმოადგენს რაღაც პოტენციური ფუნქციის სრულ დიფერენციალს რომელსაც აღნიშნავენ S-ით და

\(dS=\frac{\delta Q}{T}\) (10.30)
 

S-ს ეწოდება სისტემის ენტროპია. სისტემის ენტროპია არის მდგომარეობის ფუნქცია. სისტემის ენტროპიის ცვლილება, ცხადია, ტოლია

\(\Delta S=S_{2}-S_{1}=\int_{1}^{2}\frac{\delta Q}{T}\) (10.31)