შექცევადი ეწოდება პროცესს, რომელიც შეიძლება უკუ მიმართულებით ჩატარდეს ისე, რომ სისტემა გაივლის იგივე მდგომარეობებს რაც პირდაპირი სვლის დროს მაგრამ შებრუნებული თანმიმდევრობით. შექცევადი შეიძლება იყოს მხოლოდ წონასწორული პროცესი.

შექცევად პროცესს აქვს შემდეგი თვისებები: თუ პირდაპირი სვლისას რაიმე ელემენტურ უბანზე სისტემა იღებს  სითბოს და ასრულებას  მუშაობას, მაშინ უკუ სვლისას იგივე უბანზე სისტემა გასცემს  სითბოს და მასზე სრულდება  მუშაობა. ამის გამო შექცევადი პროცესის გავლის შემდეგ, ერთი და შემდეგ შექცეული მიმართულებით, და მას შემდეგ რაც სისტემა დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას გარემომცველ სხეულებში არ უნდა დარჩეს რაიმე ცვლილება. მაგალითად ბურთულა ზამბარაზე მოთავსებული ვაკუუმში ირხევა უსასრულოდ დიდხანს.

იმ შემთხვევაში, როცა პირდაპირი და შექცეული პროცესების დასრულების შემდექ სისტემა დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას და გარემომცველ გარემოში დარჩა ცვლილებები, პროცესი არის შეუქცევადი. აშკარაა, რომ ბუნებაში ყველა პროცესი არის შეუქცევადი.

წრიული პროცესი (ანუ ციკლი) ეწოდება ისეთ პროცესს რომლის დროსაც სისტემა რიგი ცვლილებების შემდეგ უბრუნდება საწყის მდგომარეობას. გრაფიკზე ციკლი გამოსახულია შეკრული მრუდით. წრიული ციკლისას შესრულებული მუშაობა, რიცხობრივა ტოლია მრუდის მიერ შემოწერილი ფართობის. ციკლის შესრულების შემდეგ სისტემა უბრუნდება წინანდელ მდგომარეობას. ამიტომ მდგომარეობის ნებისმიერი ფუნქციას, კერძოდ შინაგან ენერგიას, აქვს ციკლის დასაწყისში და ბოლოში ერთნაირი მნიშვნელობა.