განვიხილოთ აირი დგუშიან ცილინდრში, რომლის მოცულობის ცვლილებაც არის შესაძლებელი. აღვნიშნოთ, რომ აქ სიტყვა "აირი" პირობითია. ეს შეიძლება იყოს სითხე, კრისტალი და საერთოდ ნებისმიერი სხეული. ცილინდრი კონტაქტში არის გამაცხელებელთან, რომელსაც შეუძლია აირს გადასცეს ან წაართვას სითბო.

ვთქვათ დგუშზე გარედან მოქმედებს ნებისმიერი სიდიდის დაწოლა.

ყველა პროცესი, რომელსაც ქვევით განვიხილავთ, იქნება კვაზისტატიკური, ანუ იმდენად ნელი, რომ დროის ნებისმიერ მომენტში აირი შეიძლება ჩაითვალოს თერმოდინამიკურ წონასწორობაში. თუ აირს ძალიან სწრაფად შევკუმშავთ, მაშინ დგუშთან რაღაც მომენტში წნევა აღმოჩნდება მეტი ვიდრე დანარჩენ მოცულობაში და მაშინ შეუძლებელი იქნება აირის წნევაზე საზოგადოდ საუბარი. ასეთი პროცესი არ არის კვაზისტატიკური. დაახლოებით კვაზისტატიკურად ითვლება პროცესებიც, რომლებიც საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობენ ტექნიკური თვალსაზრისით, მაგალითად პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ ავტომანქანების ძრავების ცილინდრებში (ირკვევა, რომ კვაზისტატიკურობისთვის საჭიროა, დგუშის სიჩქარე ნაკლები იყოს აირში ბგერის სიჩქარეზე).

აირზე მუშაობა სრულდება მისი შეკუმშვისას. თვით აირი მუშაობას ასრულებს გაფართოებისას. ვთქვათ აირი ფართოვდება ისე, რომ დგუში ადის dx სიდიდით ზევით. მაშინ აირი ასრულებს მუშაობას  (S  დგუშის ფარობია). მივიღებთ

(9.8)

ამ სიდიდეს ეწოდება აირის ელემენტური მუშაობა. აირის V1 მოცულობიდან V2 მოცულობამდე გაფართოებისას შესრულებული მუშაობა ტოლი იქნება

(9.9)

თუ ერთ ღერძზე გადავზომავთ აირის V მოცულობას, მეორეზე – მის P წნევას, მუშაობა გამოისახება P(V) მრუდის ქვეშ მოქცეული ფართობით.

V1 მოცულობიდან Vმოცულობამდე გაფართოების პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვანაირად: მაგალითად, შეიძლება ამ დროს აირის იზოლირება გამათბობელისგან ან, პირიქით, გავათბოთ აირი და ა.შ. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, წერტილი 1-დან წერტილ 2-ში გადაადგილებისას აირში შეიძლება მიმდინარეობდეს სხვადასხვა პროცესები, მაშინაც კი თუ დავაფიქსირებთ საწყის და საბოლოო მდგომარეობებს. ყოველ პროცესში მუშაობას ექნება საკუთარი მნიშვნელობა, რადგან მრუდის ქვეშ ფართობები იქნება განსხვავებული (მრუდები I, II, და III). ამდენად, აირის მიერ შესრულებული მუშაობა დამოკიდებულია პროცესზე, რომელიც მასში მიმდინარეობს. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ "აირის მუშაობა არის პროცესის ფუნქცია".

აღვნიშნოთ, რომ მუშაობა დადებითია, თუ მას ასრულებს აირი და უარყოფითია, თუ გარე ძალები ასრულებენ მას აირზე.