უკვე ნიუტონის დინამიკაში ინერციით მოძრაობა მკვეთრად არის გამოყოფილი ყველა სხვა ტიპის მოძრაობათაგან. ნიუტონის პირველი კანონის პირდაპირ შედეგს წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ ყველა ინერციული დამკვირვებელი თანაბარია - იმ ხარისხით, რითაც სამართლიანია ნიუტონის პირველი კანონი. დამკვირვებლის თანაბრობა ვრცელდება ყველა სხვა მოძრაობის კანონზე და შესაბამისად ყველა სხვა მექანიკურ მოვლენაზე. ეინშტეინმა კი განავრცო ეს თანაბრობა საერთოდ ყველა მოვლენაზე, ჩამოაყალიბა რა ცნობილი პოსტულატები:

1. ყველა ფიზიკური კანონი ინვარიანტულია ათვლის ერთი ინერციული სისტემიდან მეორეში გადასვლისას.

2. სინათლის სიჩქარე ვაკუუმში ერთიდაიგივეა ათვლის ყველა სისტემაში და არ არის დამოკიდებული არც წყაროს მოძრაობის სიჩქარეზე და არც მიმღების მოძრაობის სიჩქარეზე.