დრეკად გარემოში ტალღის მოცულობითი სიმკვრივე (w), განისაზღვრება შემდეგნაირად:

სადაც  ტალღის სრული მექანიკური ენერგიაა  მოცულობაში. (8.11)-დან გამოდის, რომ ბრტყელის სინუსოიდური ტალღების ენერგიის მოცულობითი სიმკვრივე არის

ამდენად, სივრცის უბანს, რომელიც მონაწილეობს ტალღურ პროცესში, აქვს ენერგიის დამატებითი მარაგი. ეს ენერგია მიეწოდება რხევების წყაროდან გარემოს სხვადასხვა წერტილებს თვით ტალღის მიერ, ანუ, ტალღას გადააქვს ენერგია.