კლასიკური მექანიკის განტოლებები ინვარიანტულია გალილეის გარდაქმნის მიმართ, ხოლო ლორენცის გარდაქმნების მიმართ ისინი არ არიან ინვარიანტულნი. ფარდობითობის თეორიიდან გამომდინარეობს, რომ დინამიკის განტოლებას, რომელიც არის ინვარიანტული ლორენცის გარდაქმნების მიმართ, აქვს სახე:

სადაც m0 - ინვარიანტულია, ანუ ერთნაირია ყველა ათვლის სისტემაში და ეწოდება ნაწილაკის უძრაობის მასა, \(\vec{v}\) არის ნაწილაკის სიჩქარე, \(\vec{F}\) არის ნაწილაკზე მოქმედი ძალა. შევადაროთ კლასიკურ განტოლებას

მივდივართ დასკვნამდე, რომ ნაწილაკის რელატივისტური იმპულსი ტოლია

(6.7)

 

რელატივისტური მასა.

განვსაზღვროთ ნაწილაკის m მასა როგორც პროპორციულობის კოეფიციენტი სიჩქარესა და იმპულსს შორის. მივიღებთ, რომ ნაწილაკის მასა დამოკიდებულია მის სიჩქარეზე.

(6.8)

 

ენერგია რელატივისტურ დინამიკაში.

ფარდობითობის თეორიაში ენერგიისთვის მიიღება გამოსახულება:

(6.9)

(2.3)-დან გამოდის, რომ უძრავ ნაწილაკს აქვს ენერგია

(6.10)

ამ სიდიდეს ეწოდება ნაწილაკის უძრაობის ენერგია. კინეტიკური ენერგია, რათქმაუნდა, ტოლია

(6.11)

მივიღებთ რა მხედველობაში, რომ  , ნაწილაკის სრული ენერგიის გამოსახულება შეიძლება ჩავწეროთ ასე

(6.12)

უკანასკნელი გამოსახულებიდან გამოდის, რომ სხეულის ენერგია და მასა ყოველთვის ერთმანეთის პროპორციულებია. სხეულის ენერგიის ნებისმიერ  ცვლილებას თან ახლავს მისი მასის ცვლილება

და პირიქით, მაისი ნებისმიერ  ცვლილებას თან ახლავს ენერგიის ცვლილება . ამას ეწოდება მასისა და ენერგიის ურთიერთკავშირის ან პროპორციულობის კანონი.