განვიხილოთ х ღერძის გასწვრივ ძელაკი, რომელიც K’ ათვლის სისტემის მიმართ არის უძრავი. ამ სისტემაში მისი სიგრძე არის , სადაც х'1 და х'2 არის ძელაკის ბოლოების კოორდინატები და არ იცვლება t' დროსთან ერთად. K სისტემის მიმართ ძელაკი მოძრაობს v სიჩქარით. ამ სისტემაში ძელაკის სიგრძის მოსაძებნად უნდა მოინიშნოს მისი ბოლოების х'1 და х'2 კოორდინატები ერთსა და იმავე დროის მომენტში t1=t2=t. მათი სხვაობა მოგვცემს ძელაკის სიგრძეს, გაზომილს K სისტემაში. ლორენცის გარდაქმნების თანახმად
;
საიდანაც
ანუ, საბოლოოდ
აამდენად, ძელაკის სიგრძე \(l\), გაზომილი იმ სისტემაში, რომლის მიმართაც ის მოძრაობს, გამოდის ნაკლები სიგრძეზე, რომელიც გაზომილია სისტემაში, რომლის მიმართაც ის უძრავია. ამ მოვლენას ლორენცის შეკვეცა ეწოდება.
სიჩქარეებს, რომელთა შემთხვევაშიც მოძრავი მატერიალური სხეულების ზომების შეკვეცა ხდება შესამჩნევი, ეწოდება რელატივისტური სიჩქარეები და დღესდღეობით ისინი მიიღწევა მსხვილ მასშტაბებში ლაბორატორიულ პრაქტიკასა და თანამედროვე საწარმოო აპარატებში.