მატერიალური წერტილის გადატანითი მოძრაობის დინამიკაში კინემატიკურ სიდიდეებთან დამატებითად იქნა შემოღებული ძალისა და მასის ცნებები. ანალოგიურად, სხეულის ბრუნვითი მოძრაობის დინამიკის შესასწავლად, განხილული კინემატიკური მახასიათებლების გარდა, შემოდის ახალი სიდიდეები - ძალის მომენტი, ინერციის მომენტი და იმპულსის მომენტი.