ხეულის მექანიკური მოძრაობის და ენერგიის ცვლილება ხდება ამ სხეულის სხვა სხეულებთან ძალური ურთიერთქმედების პროცესში. ამ პროცესის რაოდენობრივი დახასიათებისთვის მექანიკაში შემოყავთ მუშაობის ცნება, რომელსაც ასრულებს ძალა.
თუ განსახილველი ძალა მუდმივია, ხოლო სხეული, რომელზედაც ეს ძალაა მოდებული, მოძრაობს გადატანითად და წრფივად, მაშინ ძალის მიერ სხეულის მიერ S მანძილის გავლისას შესრულებული მუშაობა ეწოდება სიდიდეს
(4.1) |
სადაც а არის კუთხე ძალასა და მოძრაობის მიმართულებას შორის.
მუშაობა სკალარული სიდიდეა. თუ ძალის ვექტორი და გადაადგილების ვექტორი ქმნიან მახვილ კუთხეს ანუ , მაშინ A>0, თუ , მაშუნ A=0, ანუ გადაადგილების მართობულად მოქმედი ძალა მუშაობას არ ასრულებს.
ზოგადად სხეული შეიძლება მოძრაობდეს ნებისმიერად, საკმაოდ რთული ფორმით. გამოვყოთ გზის ელემენტარული უბანი, რომელზეც ძალა შეიძლება ჩავთვალოთ მუდმივი, ხოლო გზა წრფივი. ამ უბანზე ელემენტარული მუშაობა ტოლია
(4.2) |
სრული მუშაობა S1S2 გზაზე განისაზღვრება ინტეგრალით
(4.3) |