იმპულსის მუდმივობის კანონი არის ნიუტონის მეორე და მესამე კანონების შედეგი. მას ადგილი აქვს სხეულთა იზოლირებულ (ჩაკეტილ) სისტემაში.
იზოლირებული (ჩაკეტილი) ეწოდება სისტემას, რომლის თითოელ წევრზეც არ მოქმედებს გარეშე ძალები. იზოლირებულ სისტემაში თავს იჩენს შინაგანი ძალები, სისტემაში შემავალ სხეულბს შორის ურთიერთქმედების ძალები.
რადგან ჩაკეტილ სისტემაში გარეშე ძალები არ გვაქვს, ამიტომ
ანუ
(3.13) |
ეს ტოლობა გამოხატავს იმპულსის მუდმივობის კანონს, რომლის თანახმადაც სხეულთა ჩაკეტილი სისტემის იმპულსის სრული ვექტორი დროთა განმავლობაში არ იცვლება.
რადგან , ამიტომ ჩაკეტილ სისტემაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესის დროს, მისი ინერციის ცენტრის სიჩქარე უცვლელი რჩება.