ადრე განხილულ ნიუტონის კანონებში იგულისხმებოდა, რომ სხეულს აქვს იმდენად მცირე ზომები, რომ შეიძლება მისი წარმოდგენა მატერიალურ წერტილად. ნებისმიერი არადეფორმირებადი სხეულის მოძრაობა შეიძლება აღიწეროს (3.6)-ის ანალოგიური განტოლებით. თუ სხეული შედგება n მატერიალური წერტილებისგან მასებით  და რადიუს-ვექტორებით , მაშინ მატერიალური წერტილების სისტემის მასათა ცენტრი ეწოდება სისტემის ისეთ წერტილს, რომლის რადიუს-ვექტორიც განისაზღვრება შემდეგნაირად:

(3.7)

სადაც  და  არის სისტემის i-ური წერტილის მასა და რადიუს-ვექტორი, შესაბამისად ხოლო m - სისტემის სრული მასა.

შესაბამისად ცენტრისა და სისტემის ყველა წერტილის დეკარტის კოორდინატებს შორის დამოკიდებულება არის ასეთი:

ინერციის ცენტრის სიჩქარეა:

(3.8)

 

სისტემის იმპულსი. სისტემის ყველა მატერიალური წერტილის იმპულსთა გეომეტრიულ ჯამს უწოდებენ სისტემის იმპულსს და აღნიშნავენ -თი:

,

მაშინ მასათა ცენტრის სიჩქარე იქნება

(3.9)

ამდენად, (3.9)-დან გამოდის, რომ სისტემის იმპულსი ტოლია მთელი სისტემის მასის ნამრავლისა მისი მასათა ცენტრის სიჩქარეზე:

(3.10)