ცდა აჩვენებს, რომ  ძალის მოქმედებით თავისუფალი სხეული იცვლის გადატანითი მოძრაობის სიჩქარეს და იძენს  აჩქარებას. ამასთან სხეულის აჩქარება პირდაპირპროპორციულია გამომწვევი ძალისა და აქვს ამ ძალის მიმართულება:

სადაც k1 არის დადებითი პროპორციულობის კოეფიციენტი, რომელიც მუდმივია ყოველი კონკრეტული სხეულისთვის.

აჩქარების სიდიდე, რომელიც შეიძინა სხეულმა  ძალის ზემოქმედებით, დამოკიდებულია სხეულზე, რომელზეც მოქმედებს ძალა. რადგან დიდ სხეულებს უფრო ძნელად მიენიჭება აჩქარება ვიდრე მცირეებს, მიღებულია ძალასა და აჩქარებას შორის პროპორციულობა გამოვსახოთ შემდეგი ფორმით:

(3.2)

m პროპორციულობის კოეფიციენტი დამოკიდებულია საგანზე. მისი სიდიდე იზრდება სხეულის ზომების ზრდით, თუ ისინი ერთგვაროვანნი არიან. m მუდმივას უწოდებენ სხეულის მასას. მასა წარმოადგენს სხეულის ინერტულობის საზომს გადატანითი მოძრაობისას. რაც ნაკლებია სხეულის ინერტულობა, მით მეტი აჩქარება უნდა შეიძინოს მან რაღაც გარკვეული ძალის ზემოქმედების შედეგად. ასე რომ, ნიუტონის მეორე კანონი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: სხეულის აჩქარება პირდაპირპროპორციულია მისი გამომწვევი ძალისა, ემთხვევა მას მიმართულებით და უკუპროპორციულია სხეულის მასისა.