ძალის ქვეშ ვგულისხმობთ ფიზიკურ სიდიდეს, რომელიც წარმოადგენს სხეულზე სხვა სხეულების მექანიკური ზემოქმედების ზომას.
სხეულზე მოდებული ძალა სრულად არის განსაზღვრული, თუ მითითებულია მისი რიცხვითი მნიშვნელობა, მოქმედების მიმართულება და მოდების წერტილი М. მოდების წერტილიდან ძალის მიმართულებით გავლებულ წრფეს, ძალის მოქმედების წრფეს უწოდებენ. ორ ძალას ეწოდება რიცხობრივად ტოლი და ურთიერთსაპირისპირო, თუ სხეულის ერთსადაიმავე წერტილში მათი მოდება არ იწვევს სხეულის მექანიკური მოძრაობის ცვლილებას. კერძოდ, თუ ასეთი ძალების მოდებამდე სხეული უძრავი იყო, მაშინ მათი მოდების შემდეგაც უძრავი დარჩება. ამიტომ ამბობენ, ორი რიცხობრივად ტოლი და საპირისპიროდ მიმართული ძალა, რომლებიც სხეულის ერთსადაიმავე წერტილშია მოდებული ერთმანეთს აწონასწორებენ.
თუ სხეულზე ერთდროულად მოქმედებს n ძალა, რომლებიც სხეულის ერსადაიმავე А წერტილშია მოდებული, მათი შეცვლა შეიძლება ერთი ექვივალენტური ძალით, რომელიც ტოლია მათი გეომეტრიული ჯამისა
(3.1) |
და მოდებულია იმავე წერტილში. ამ ძალას ტოლქმედს უწოდებენ. აბსოლუტურად მყარ სხეულზე ძალის ზემოქმედება არ იცვლება მისი მოქმედების წრფის გასწვრივ გადატანით.