მბრუნავი სხეულის სხვადასხვა წერტილებს აქვთ განსხვავებული სიჩქარეები. ყოველი წერტილის სიჩქარე, მიმართულია რა შესაბამისი წრეწირის მხების გასწვრივ, უწყვეტად იცვლის მიმართულებას.  სიჩქარის სიდიდე განისაზღვრება სხეულის \(\omega\) ბრუნვის სიჩქარითა და წერტილის ბრუნვის ღერძიდან R დაშორებით. ვთქვათ \(\Delta t\) მცირე დროის განმავლობაში სხეული შემობრუნდა  კუთხით. ღერძიდან R მანძილით დაშორებული წერტილი გაივლის გზას

განსაზღვრების თანახმად წერტილის წრფივი სიჩქარე არის

(2.6)

ვიპოვნოთ მბრუნავი სხეულის წირითი აჩქარებები. ნორმალური აჩქარება:

ჩავსვათ სიჩქარის მნიშვნელობა (2.6)-დან, გვექნება:

(2.7)

ტანგენციური აჩქარება

გამოვიყენოთ ისევ გამოსახულება (2.6) და მივიღებთ:

(2.8)

ამდაგვარად, როგორც ნორმალური, ისე ტანგენციური აჩქარება იზრდება წრფივად წერტილის ღერძთან დაშორების მიხედვით.