კინემატიკაში შეიძლება გამოიყოს ოთხი ძირითადი ტიპის ამოცანა:

1. კინემატიკის ზოგადი პირდაპირი ამოცანა:

რადიუს-ვექტორის დროზე ცნობილი დამოკიდებულებით საჭიროა განისაზღვროს სიჩქარისა და აჩქარების ვექტორები და მათი მოდულები v და а, აჩქარების ნორმალური და ტანგენციური მდგენელები, ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსი R.

2. კინემატიკის ზოგადი შებრუნებული ამოცანა:

სიჩქარის ან აჩქარების ცნობილი ვექტორებით საჭიროა ტრაექტორიის სახის აღდგენა, ანუ რადიუს-ვექტორის მოძებნა, ხოლო შემდეგ ყველა დანარჩენი პარამეტრების მოძებნა, რაც მითითებულია პუნქტ 1-ში.

3. კინემატიკის კერძო პირდაპირი ამოცანა:

გზის დროზე ცნობილი დამოკიდებულებით საჭიროა მოიძებნოს სხეულის სიჩქარე და აჩქარება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ სიჩქარისა და აჩქარების მოდულების მოძებნა:

   და .

ვექტორები ,, , ასევე    და  ამ ამოცანებში ვერ მოიძებნება.

4. კინემატიკის კერძო შებრუნებული ამოცანა:

სიჩქარის ან აჩქარების ცნობილი დროზე დამოკიდებულებით საჭიროა აღვადგინოთ გზის დროზე დამოკიდებულება: