მატერიალური წერტილის გადაადგილების ვექტორი

t1-დან t2 დროის შუალედში ანუ წერტილის რადიუს-ვექტორის ნაზრდი განსახილველ დროის შუალედში არის

(1.4)
 

წრფივი მოძრაობისას გადაადგილების ვექტორი ემთხვევა ტრაექტორიის შესაბამის უბანს. რადგან გადაადგილება არის ვექტორი, ამიტომ ადგილი აქვს მოძრაობათა დამოუკიდებლობის კანონს: თუ მატერიალური წერტილი მონაწილეობას იღებს რამდენიმე მოძრაობაში, მაშინ წერტილის შედეგი გადაადგილება იმავე დროის შუალედში ცალ-ცალკე თითოეული მოძრაობით შესრულებული გადაადგილებების ვექტორული ჯამის ტოლია.