ომის კანონის დახმარებით დენის ძალის გათვლა ხდება მოცემული ემძ-თი და წინაღობით მხოლოდ უნარტივეს შემთხვევებში, როცა წრედი შეიძლება დაიყვანონ ერთ კონტურამდე. განშტოებული კონტურებისთვის ძალიან მოსახერხებელია ე.წ. კირჰოფის წესის გამოყენება.
მუდმივი დენისთვის მუხტის შენახვის კანონიდან გამოდის კირჰოფის პირველი წესი (კვანძების წესი):
♦ კვანძში თავმოყრილი დენების დენისძალების ალგებრული ჯამი ნულის ტოლია:
(13.7)
კვანძი ეწოდება წერტილი სადაც ერთდება სამი ან მეტი გამტარი. კვანძებს შორის ცალკეულ არაგანშტოებულ უბნებზე დენის ძალების მიმართულებებს არჩევენ ნებისმიერად. ამასთან პირობითად კვანძებში "შემავალი" დენის ძალები ითვლება დადებით სიდიდეებად, ხოლო "გამომავალი" – უარყოფით სიდიდეებად. პირველი წესი (13.7) ჩავწეროთ ნახაზზე მოცემული სქემის კვანძისთვის:
.
წრედის არაერთგვაროვანი უბნითვის ომის კანონიდან გამოდის კირჰოფის მეორე წესი (კონტურების წესი):
♦ კონტურის არაგანშტოებული უბნების დენისძალების უბნის სრულ წინაღობებზე ნამრავლების ალგებრული ჯამი კონტურში მოქმედი ემძ-ების ალგებრული ჯამის ტოლია:
(13.8)
კირჰოფის მეორე წესის პრაქტიკაში გამოყენებისთვის ჯერ განშტოებულ წრედში არჩევენ რომელიმე კონტურს. შემდეგ ამ კონტურის "შემოვლის მიმართულებას" (საათის ისრის მიმართულებით ან პირიქით). დენის ძალების სრულ წინაღობებზე ნამრავლებისა და ემძ წყაროების ნიშნები (13,8) გამოსახულებაში ითვლება დადებითად, თუ დენებისა და ემძ-ების მიმართულება ემთხვევა კონტურის შემოვლის მიმართულებას. კირჰოფის მეორე წესის მართებულობა არსობრივად მომდინარეობს კონტურის შემოვლისას ჯამური პოტენცილის ვარდნის ნულთან ტოლობიდან. ვაჩვენოთ ეს მაგალითზე.
• მაგალითი
ნახაზზე სქემის თითოეული არაერთგვაროვანი უბნითვის, რომლებიც გაყოფილია (a, b,
c, d) კვანძებით ჩავწეროთ ომის კანონი:
.
შევკრიბოთ ტოლობების მარჯვენა და მარცხენა მხარეები. შედეგად მივიღებთ:
.
დავრწმუნდით, რომ ეს ზუსტად შეესაბამება კირჰოფის მეორე წესს abcd კონტურის საათის ისრის მიმართულებიტ შემოვლისას. კირჰოფის წესებით n სხვადასხვა უბნის მქონე წრედისთვის შეიძლება ზუსტა n რაოდენობის წრფივად დამოუკიდებელი განტოლების დაწერა, რომელთა ამოხსნაც საშუალებას იძლევა განისაზღვროს დენის ძალები.