ომის კანონი ემძ-ს შემცველი წრედისთვის აკავშირებს უბანში გამავალი მუდმივი დენის ძალას, მის ბოლოებზე  პოტენციალთა სხვაობას და ამ უბანზე ჩართულ  ემძ-ს.  დროის შუალედში უბანზე გადაიტანება მუხტი

 ელექტრული ველი და გარეშე ძალები ასრულებენ მუშაობას:

. (*)

ამასთან უბანზე გამოიყოფა სითბო:

. (**)

თუ უბანზე გამტარები არ მოძრაობს, ანუ, არ სრულდება მექანიკური მუშაობა, მაშინ ეს სიდიდეები შეიძლება ერთმანეთს გავუტოლოთ. \(\Delta\)q-ზე გაყოფით მივიღებთ:

ან             (21.2)

სწორედ ეს არის ომის კანონი წრედის არაერთგვაროვანი (ემძ-ს შემცველი) უბნისთვის.

♦ მნიშვნელოვანი შენიშვნები

1. (21.2) თანაფარდობაში   და  – უნდა გაგებული იქნას, როგორც ალგებრული სიდიდეები, ანუ განსაზღვრული ნიშნის მქონენი.  უბნის გასწვრივ წერტილი 1-დან წერტილ 2-ში გადაადგილებისას  დენისძალისა  და  ემძ-ს ნიშნები ირჩევა დადებითად, თუ დენის ძალისა და ემძ-ს მიმართულება ემთხვევა შემოვლის მიმართულებას. 

ამასთან ემძ-ს ენიჭება პირობითი მიმართულება წყაროს უარყოფითი პოლუსიდან დადებითისკენ (ანუ დადებითი მუხტების პოტენციალის ზრდის მიმართულებით – გარეშე ძალები ასრულებენ დადებით მუშაობას!). ეს ნახაზი აჩვენებს ნიშნების აღნიშნულ წესს. 

2. წრედის უბანზე გარეშე ძალების არ არსებობისას (წყარო არ გვაქვს) ჩვენ ჩვეულებრივ მივდივართ ერთგვაროვანი უბნისთვის ომის კანონამდე:

.

3. თუ არაერთგვაროვანი უბნის 1 და 2 ბოლოებს შევკრავთ, მაშინ მივიღებთ ე.წ. "სრულ წრედს": წყარო ემძ-ით  და შინაგანი წინაღობით r, მიერთებული სადენებით გარე წრედის მონაკვეთთან წინაღობით R.

ამ შემთხვევაში სრულდება ომის კანონი სრული წრედისთვის:
► სრულ წრედში გამავალი დენის ძალა წყაროს ემძ-ს ამ წრედის სრულ წინაღობასთან (წრედის შიდა და გარე უბნების წინაღობების ჯამი) ფარდობის ტოლია:

.             (21.3)

4. ჯერჯერობით რამდენადმე ფორმალურა გამოვიყენეთ წრედის უბნის რაღაც მახასიათებელი R12 – მისი «სრული წინაღობა», რომელიც პასუხისმგებელია ჯოულ-ლენცის სითბოს გამოყოფაზე. თუ ამ სიდიდიდან გამოვყოფთ ერთგვაროვანი უბნების ომურ წინაღობებს (რომლებიც დენის წყაროში არ შედის) R, დარჩება ე.წ. წყაროს "შიდა წინაღობა":

.                         (21.3)

პრაქტიკულად r შიდა წინაღობის გასაგებად წყაროს პოლუსები უნდა შევკრათ და გავზომოთ ე.წ. "მოკლე ჩართვის დენი Is.c. (short circuit)" . მაშინ შიდა წინაღობა მოიძებნება ასე:

.                                       (21.4)

5. კიდევ ერთი შენიშვნა ეხება ტერმინოლოგიას.  პოტენციალთა სხვაობას ხშირად უწოდებენ წრედის უბანზე "პოტენციალის ვარდნას" . ასეთი ჩანაცვლება შეიძლება მხოლოდ ერთგვაროვან უბანზე! ზოგად შემთხვევაში ძაბვა განისაზღვრება, როგორც ელექტრული და გარე ძალების კუთრი მუშაობა წრედის უბანზე. ის ტოლია დენის ძალის წრედის უბნის სრულ წინაღობაზე ნამრავლისა: და, кროგორც ვხედავთ, არ უდრის პოტენციალთა სხვაობას!

დანართი. მოვიყვანოთ მაგალითი, რომელიც დაგვეხმარება გავარკვიოთ, როგორ გამოიყენება ომის კანონი წრედის არაერთგვაროვანი უბნისთის. განვიხილოთ მუდმივი დენის წრედის უბანი  პოტენციალის მქონე წერტილი 1-დან  პოტენციალის მქონე წერტილი 2-მდე. ვთქვათ დენი უბანზე გადის 1-დან 2 წერტილისკენ. ავაგოთ  პოტენციალის ცვლილების გრაფიკი უბნის გასწვრივ.

გამავალი დენის მიმართულებით პოტენციალი თავიდაან  წინაღობის მქონე ერთგვაროვან უბანზე თანაბრად მცირდება წერტილი 1-დან დენის წყაროს უარყოფით პოლუსამდე) ომის კანონის მიხედვით პოტენციალის ვარდნა ერვაროვანი უბნისთვის შეადგენს  . ვიგულისხმოთ, რომ უბანზე ჩართულია დენის ქიმიური წყარო. მაშინ მისი უარყოფითი ფირფიტიდან ელექტროლიტისკენ გადასვლისას პოტენციალი იზრდება ნახტომისებურად მის ელექტროქიიმიურ პოტენციალის მნიშვნელობამდე. პოტენციალის მეორე ნახტომი ზემოთ ხდება ელექტროლიტიდან წყაროს დადებით ფირფიტაზე გადასვლისას. ამ ნახტომების ჯამი წყაროს   ემძ-ს ტოლია. წყაროს შიგნით დენი გადის ელექტროლიტში და პოტენციალი ისევ მცირდება  სიდიდით, ისევე როგორც წრედის ნებისმიერ ერთგვაროვან უბანზე. ანალოგიურად, პოტენციალი მცირდება თანაბრად ერთგვაროვან უბანზე დადებითი პოლუსიდან წერტილ 2-მდე სიდიდით  და აღწევს საბოლოო მნიშვნელობას  . ამ მაგალითში მივიღეთ, რომ ის მეტი აღმოჩნდა ვიდრე პოტენციალი  – ანუ დენი წრედში პოტენციალის ზრდის მიმართულებით გადის. ანუ მივიღეთ, რომ თუ წრედის უბანში მოქმედებს გარე ძალები, რომელთა ემძ მეტია ვიდერ უბნის სრულ წინაღობაზე ძაბვის ვარდნა დენი შეიძლება გადიოდეს ნაკლები პოტენციალის მქონე წერტილიდან მეტი პოტენციალის მქონე წერტილისკენ. საინტერესოა რას აჩვენებს ვოლტმეტრი, რომელიც მიერთებულია დენის წყაროს პოლუსებზე. თუ ვოლტმეტრს ჩავთვლით იდეალურად, ის გაზომავს გაზომავს პოტენციალთა სხვაობას ამ პოლუსებს შორის და მისი ჩვენება აღნიშნულ შემთხვევაში (დენის მიმართულება წყაროზე გავლით ემთხვევა მისი ემზ-ს მიმართულებას) იქნება:

.                                           (13.5)

თუ 1-2 უბანზე დენის მიმართულება იქნებოდა საპირისპირო მიმართულებით, ვოლტმეტრის ჩვენება იქნებოდა:

.                                        (21.6)

დავასაბუთოთ!. ამ სიტუაციას ადგილი აქვს აკუმულატორის დამუხტვისას – წყაროში დენი გადის მისი ემძ-ს საპირისპიროდ (დადებითი პოლუსიდან უარყოფითისკენ).